logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ-ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
13:48 02.06.2020
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას აშშ-ის კონგრესმენ, მარიო დიაზ- ბალარტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

მხარეებმა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.

განიხილეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19 - ის საპასუხოდ, მათ შორის, ეკონომიკის გახსნის მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. საუბრისას, პანდემიასთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის უმნიშვნელოვანესი როლი აღინიშნა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკელ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესზე, უკანონო სამხედრო წვრთნებზე, მკურნალობის მიზნით გადაადგილების შეუძლებლობით ჩვენი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტებზე, საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რაც კიდევ უფრო გააქტიურდა ბოლო პერიოდში, აგრეთვე გასული წლის შემოდგომაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპანტი სახელმწიფოს ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე. მან საუბრისას ხაზი გაუსვა ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის, ასევე ნატო-სთან პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტრუმენტების განხილვას. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-ს 2020 წლის 2 აპრილის მინისტერიალზე განსაზღვრული საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ, საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილზე ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„კონგრესმენი მარიო დიაზ-ბალარტი საქართველოს დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერა. აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოკავშირეა და შესაბამისად, შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა