logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შშმ ბავშვებზე სათანადო ზრუნვა, განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ის თემებია, რომლებიც არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას  დღის წესრიგიდან
ნათია მეზვრიშვილი: ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შშმ ბავშვებზე სათანადო ზრუნვა, განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ის თემებია, რომლებიც არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან
17:13 01.06.2020
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.


როგორც ნათია მეზვრიშვილი წერს, ბავშვთა დაცვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა აქვს მსოფლიოში, რომლის სწორად აღსრულებისკენაც უნდა მიიმართოს მთელი ძალისხმევა.


"იმედი მაქვს მოვა დრო, როცა ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე მხოლოდ 1 ივნისს არ ვისაუბრებთ. და მაინც:
ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი გააკეთა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვებისთვის და ამაში დიდია როგორც ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის როლი.
გვაქვს ამ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა მსოფლიოში, რომლის სწორად აღსრულებისკენ უნდა მივმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა.
კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გაცილებით მეტი ბავშვია განრიდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას, ვიდრე დასჯილი.
შეცვლილი ცნობიერების შედეგია ის, რომ პრობლემის წარმოშობისთანავე პრევენციის გზას ვეძებთ და არა - დასჯის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად. ბავშვთა კეთილდღეობა და სიღარიბის დაძლევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სათანადო ზრუნვა და სოციალური პირობების შექმნა, განათლების ხელმისაწვდომობა, მართლმსაჯულების განხორციელებისას მათი საუკეთესო ინტერესების დაცვა, ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წლის განმავლობაში არც ერთი დღე არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა