logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით
ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით
14:22 01.06.2020
ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი თჰე ჭასჰინგტონ Pოსტ-ის სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

პრემიერის მრჩევლის შეფასებით, ის, რომ მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო მედიასაშუალება ღიად საუბრობს საქართველოს წარმატებაზე კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზეც მიუთითებს.

"მსგავსი საერთაშორისო გამოხმაურება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას შესწევს უნარი, ეფექტიანი იყოს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მეორეს მხრივ ისინი ენდობიან ჩვენს კერძო სექტორს, სასტუმროებსა და ტურისტულ ბიზნესს, რომელმაც უზარმაზარი გამოცდილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში. დაგროვილი გამოცდილება კი მათ აძლევს საშუალებას, თავიდან აირიდონ ნებისმიერი ფორმით კოვიდ-19-ის გავრცელება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება" , - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post.


"გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს - ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ", - წერსWashington Post.

სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია, ახლა კი სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა