საარჩევნო ბლოკ - „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიების საქმიანობაზე საქართველოში გადამეტებული წარმოდგენა აქვთ.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა განიცხადა აღნიშნული ლობისტური კომპანიების აშშ-ში აქტივობასთან დაკავშირებით.
„ზუსტად შემიძლია გითხათ, რომ ივანიშვილზე აშშ-ში არ ფიქრობენ და ისინი თავიანთი არჩევნებით არიან დაკავებულნი“ - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, ამ ლობისტური კომპანიების ინიციატივით, კონგრესმენმა მაკდერმონტიმ ინიცირება გაუკეთა რეზოლუციას, რომელიც იაკობაშვილის განცხადებით, სხვა მრავალ რეზოლუციასთან ერთად „საწყობში მტვერს აგროვებს“.
მისი თქმით, კონკრეტული ლობისტური ჯგუფების მუშაობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ სექტემბერში აშშ-ს კონგრესი საქართველოზე რეზოლუციას მიიღებს.

















