ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილოებას გამოკითხულთა 77% მიიღებდა, ხოლო რესპოდენტების 23% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების დადგენის მიზნით ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, ზუსტად ასეთივე მაჩვენებლები დაფიქსირდა საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაშიც.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას უფრო მეტად ახალგაზრდები გეგმავენ, სქესთა შორის ბალანსი კი დაახლოებით, იდენტურია.
NDI-მ კვლევა 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. სულ, 2038 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება +/- 2 %-ს არ აღემატება.

















