logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია
არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია
11:33 31.05.2020
„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება.“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების ანტი-კრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და ყურადღება რამდენიმე მიმართლებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის მიმართულებით. მნიშნელოვანია, რომ ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ ტრილიონები დაკარგა, საქართველო დადგა სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების და ტესტის წინაშე.

შევეცდები მოქალაქეებს ძალიან მარტივად ავუხსნა თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმის არსი. ჩვენი გეგმა მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: პირველი ეს არის დავეხმაროთ ადამიანებს, ანუ სოციალური დახმარების მიმართულება, აქ არის მთელი რიგი ნაბიჯები გაწერილი, როგორც კრიზისულ პერიოდში, ასევე მიდის მუშაობა გრძელვადიან ღონისძიებებზეც. მეორე ეს არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა, სადაც სექტორული დახმარების კონკრეტული გეგმები და პროექტები წარმოვადგინეთ - ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და დეველოპმენტი, განათლების სფერო, წარმოების ხელშეწყობა და სხვა. მესამე, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატია - სადაც ჩვენ, როგორც ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს და პირობას ვასრულებთ - მუშაობს ინსტიტუციური დემოკრატია და პრემიერ-მინისტრის მოსვლაც პარლამენტში ამის ნაწილი იყო, ასევე ვაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საარცევნო კოდექსის რეფორმაზეც - ვემზადებით დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

როდესაც დახმარების პროგრამას ვეგმავდით, რასაკვირველია ჩვენ მოქალაქეებისთვის არ გვითქვამს, რომ მხოლოდ ამ დახმარებით ყველა კარგად იცხოვრებს. ჩვენ მოქალაქეებს ვუთხარით, რომ ეს არის ის, რაც სახელმწიფოს შეუძლია ახლა და ვუთხარით ისიც, რა შესაძლებლობებს ვქმნით სამომავლოდ წარმოების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სესხების თვალსაზრისით. სახელმწიფოს რითაც შეუძლია ეხმარება თავის მოქალაქეებს, ვინაიდან ამ მოქალაქეებს ეკუთვნის ეს სახელმწიფო და მათ თავადაც კარგად იციან რა გადასახადებს იხდიან და რა არის ამ ქვეყნის ბიუჯეტი და შესაძლებლობები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა