logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა
20:40 29.05.2020
„გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება! ირაკლი კობახიძემ მათ შეახსენა სტატისტიკური მონაცემები და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - 2004-2011 წლებში უცვლელად 34% იყო სიღარიბის მაჩვენებელი მთელი თქვენი „მოღვაწეობის“ შედეგი, შემდგომ 2012 წელს, 4%-ით დაიკლო და 2018 წლის მონაცემით - 20%, 2019 წლის მონაცემებს კი რამდენიმე თვეში გამოქავეყნებს მსოფლიო ბანკი. ეს მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს!

დღეს ე.წ. ევროპული საქართველოს ინტერპელაციაა და მინდა ავღნიშნო, რომ დღეს იყო აგრესია, ალბათ ეს გამოწვეულია იმ 3%-ით, ასევე გუშინწინდელი პოლიტიკური მარცხით და მთელი დღევანდელი დღის ნარატივი იყო, რომ აგრესიულები ყოფილიყავით, კონკრეტული ადამიანებისთვის შეურაცხყოფა მიგეყენებინათ, მაგრამ ამით შეურაცხყოფას აყენებთ საზოგადოებას არგუმენტებს როდესაც არ ეუბნებით და ერთ რაღაცა თემას ამოიჩემებთ. 2008 წლიდან თუ კი ვინმე არ მოგეწონებოდათ, თქვენი მესიჯი იყო რუსული იარლიყის მიკერება, იმიტომ რომ ესეც თქვენი პიარული ჩანაფიქრი იყო. რატომ? იმიტომ, რომ 2008 წელს ჩაიდინეთ ღალატი. აგვისტოზე არ ვლაპარაკობ. საუბარია რეზოლუციაზე, რომელსაც მხარი დაუჭირეთ და ამის დაიგნორება გინდათ და მისი მეორეხარისხოვნად მიჩნევა. რაც შეეხება რეზოლუციას, იქ წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებით ესკალაცია ახალ და მსხვილმასშტაბიან ესკალაციის საფეხურზე გადავიდა მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენებამ რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას წარმოადგენდა სამხედრო ძალიას არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან“ და თქვენ ამას მხარი დაუჭირეთ. და ახლა ლაპარაკობთ, რომ გავრილოვი ჩაჯდა რაღაც სკამშიო. რაღაც ხომ არსებობს!

გავრილოვის საკითხი საკრალური გახადეთ, პიარული ნაწილი იყო და ამ პიარში რაღაც წარმატება მოიპოვეთ. მერე თქვენმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ეს ვაიძულეთ და ვასროლინეთო. ეს ყველაფერი მართლა შეცდომა იყო და დრო, რომ გადაახვიო ახლა უკან ცოცხალი თავით გავრილოვს არ ჩავასმევინებდი ამ სკამში, მაგრამ თქვენ მიერ შექმნილი საკრალურობა ამ რეზოლუციის გადასაფარად გამოიყენეთ. ეს არის თქვენი დანაშაული და ღალატი.

პიარის შემდეგი სტილი გაქვთ არჩეული - რაც გააფუჩეთ გააფუჭეთ და ეს არ უნდა ახსენო, თითქოს არაფერი, ვითომ ესენი არ იყვნენ და სხვები იყვნენ. გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობის ჩათვლით, ეს არის ცალკე მავნებლობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ინტერპელაციის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ დებატებისას.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა