logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც
პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც
20:15 29.05.2020
პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას მოჰყვა.

„ამიტომ, მე მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ესაა საპენსიო რეფორმა და გადასახადების შემცირება. საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში, ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, საუკეთესო პრაქტიკა ევროპული. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მის თქმით, ოპოზიციონერი კოლეგები თავიდანაც წინააღმდეგი იყვნენ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონის მიღების და პასუხად საუკეთესო მაგალითად ასახელებდნენ სინგაპურის მაგალითს: „მაშინ ხუმრობითაც კი ვუთხარი - თქვენ ევროპული საქართველო ხართ თუ სინგაპურული საქართველო-თქო“. აქ ყველაზე მთავარი რა არის იცით?, ამ ხალხს რატომ არ ვეკითხებით, უნდათ გამოტანა თუ არ უნდათ ამ თანხის გამოტანა? ასე მოვჭრათ და არ ვკითხოთ არაფერი? აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ, და კოლეგებს შეახსენა, რომ კანონის ამოქმედებიდან, 40 წელს ზევით ადამიანებს ნებაყოფლობით სამი თვის განმავლობაში შეეძლოთ პროცესიდან გასვლა, მაგრამ ამაზე ბევრმა მაშინვე უარი თქვა.

„რაც შეეხება გადასახადების საკითხს, ეს არ არის დღევანდელი საკითხი. 2012 წლიდან სულ ამაზე ვკამათობთ, საკითხი არაა, რომ ამაზე არ ვიკამათოთ. რა საკითხზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, იურიდიული საკითხია, მოსამართლის არჩევაა, ბიუჯეტი თუ საპენსიო რეფორმაა, ყველგან იძახიან გადასახადები შევამციროთო, რატომ, იცით? ამას არაფერი დიდი ანგარიში არ უნდა, სიღრმეში წასვლა არ უნდა, რომ დარგობრივი კუთხით განიხილო - ტურიზმში, მეტალურგიაში თუ სხვა, შეამცირე გადასახადები და მორჩა. რაც შეეხება გადასახედების შემცირებას, 2008 წელში, ცნობილი ამბების შემდეგ 4,5 მილიარდი დოლარი მიიღეს, არც ხალხს დახმარებიან, არც საწარმოებს, გადასახადების შემცირებას 2009 წლის კანონით შეპირდნენ, რომ 2012 წლის დასაწყისში საშემოსავლო უნდა ყოფილიყო 15% და ისიც არ შეუსრულებიათ. სად წაიღეს ეს თანხა საერთოდ. ახლა მაინც ის 1,5 მილიარდი, რაზეც საუბარია, განაწილებულია ვინ როდის და რა უნდა მიიღოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

მან კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველოში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მცირე გადასახადები არის მსოფლიოში და ახლა მათი შემცირება შეიძლება მხოლოდ მომავალზე იყოს გათვლილი, ვინაიდან ამ შემცირებას დღეს არანაირი შედეგი არ ექნება მოქალაქეებისათვის.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, დღეს მთავარი არის ის, რომ როდესაც წინა ხელისუფლების დროს საგადასახო შედიოდა საწარმოში, „ეს იყო ჭირისუფლის საკითხი, აი რომ მიუსამძიმრებ დაახლოებით, იმიტომ რომ განადგურებული იყო და ჩვენ დროს ეს არ ხდება, კიდევაც ვიღაცას „ხელი რომც გაექცეს“ ამ კუთხით, დღეს არის სასამართლო, არასამთავრობოები, ოპოზიცია, რომლებიც ამას არ დაუშვებენ, კიდევაც თეორიულად ვინმემ რომც მოინდომოს“.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა