logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ ოცნების გუნდის მიღწევები, ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ ოცნების გუნდის მიღწევები, ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს
19:17 29.05.2020
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ ოცნების გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტიანობა გლობალური პანდემიის გამოწვევით ან იღბლით ახსნან, ბუმერანგივით ტრიალდება და ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს” - განაცხადა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ოცნების წინააღმდეგ უნიათოს იარლიყით მედია სივრცეში წარმოებულმა კამპანიამ მარცხი განიცადა. აღმოჩნდა, რომ პიარული მანიპულაციებისგან დაცლილი ხელისუფლება არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ მანამდეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა.

“საქართველოს მოსახლეობას ამ კვირაში უკვე მეორედ მიეცა საშუალება პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი ქართული ოცნების გუნდის საპარლამენტო გამოსვლისთვის, რადგანაც ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრი დეტალურად პასუხობს მათ კითხვებს. სამთავრობო კაბინეტი ინტერპელაციის წესით მიიწვიეს საკანონმდებლო ორგანოში.

ოპოზიციის მცდელობა, რომ რამენაირად დააკნინონ ოცნების გუნდის მიღწევები უკანასკნელ პერიოდში, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტიანობა გლობალური პანდემიის გამოწვევით ან იღბლით ახსნან, ბუმერანგივით ტრიალდება და ხელისუფლებას საკუთარ როლზე საუბრის მეტ საშუალებას აძლევს.

წლების განმავლობაში ოცნების წინააღმდეგ უნიათოს იარლიყით მედია სივრცეში წარმოებულმა კამპანიამ არა მხოლოდ მარცხი განიცადა, არამედ საბოლოოდ დასრულდა. აღმოჩნდა რომ პიარული მანიპულაციებისგან დაცლილი ხელისუფლება არამხოლოდ პანდემიის დროს, არამედ მანამდეც საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. განსხვავება მხოლოდ საინფორმაციო ველშია, როცა ოპონენტები მხოლოდ ნეგატიური რაკურსით წარმოაჩენენ ყოველდღიურობას.

„ჩვენ დროს ხალხს მომავლის იმედი ჰქონდა“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ. ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს არა მხოლოდ წინა ხელისუფლების პიარულ მცდელობებს გადაეფარათ რეალობა, არამედ საკუთრივ ნაცმოძრაობის წარმოდგენას საკუთარ თავზე.

როგორც ჩანს სწორედ ამ ორი ნარატივის შეპირისპირებას ვნახავთ საშემოდგომო არჩევნებზე, რამდენია ქვეყანაში ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ნაციონალური ტელევიზიებით დახატული აშენებული ქვეყანა და ღიმილიანი საქართველო მოენატრა, და ამომრჩევლები, რომლებიც გარდასულ პროპაგანდასა და ძალადობას მკაფიოდ არჩევენ დღევანდელობას, მიმდინარე პრობლემებისთვის თვალის გასწორებას და ეტაპობრივ წინსვლას” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა