logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე: პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა
გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე: პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა
17:48 29.05.2020

პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.


პრემიერის განმარტებით, მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მიიღოის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა.


"ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა არ იყო მხოლოდ საქართველოში. ეს გაურკვევლობა იყო გლობალური. როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი და მათ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ჰქონდათ გადასახდელი შუქის და გაზის ფული, ბანკში ჰქონდათ მისატანი საპროცენტო გადასახადი, შვილი ჰყავდათ სკოლაში მისაყვანი და ა.შ. ჩვენ პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვით, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა. ეს იყო ის, რაც ჩვენ შეგვეძლო. ჩვენ მაშინ არ მიგვიღია გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენი მიზნობრიობა, თუ ვის უნდა დავხმარებოდით, ეს არ იყო პირველი ამოცანა. პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში, იმიტომ, რომ საკითხი იყო ცხელი და სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო იმის დრო, გაგვერჩია, ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად, ამიტომ გავაკეთეთ ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ეტაპი იყო მოქალაქეებისთვის სესხის პროცენტის სამი თვით გადავადება.
"შემდგომ ჩვენ დავსხედით ბანკებთან, დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ მოქალაქეს, შეიძლება შემოსავალი შეუმცირდა ან გაუქრა, ნება იბოძეთ და სამი თვით საპროცენტო განაკვეთი სამი თვით გადაუვადეთ. ფიზიკურ პირებზე სამთვიანი საპროცენტო გადასახდელის გადავადებით ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა