logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი გახარია:  ის, რაც ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის  ელემენტარული ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება უკვე ჩაერიცხა
გიორგი გახარია: ის, რაც ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ელემენტარული ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება უკვე ჩაერიცხა
17:45 29.05.2020
ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.



მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.



"ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია. 194 796 თანამოქალაქეს, ეს ის ხალხია, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 75 000 - დან 100 000-მდე სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო. 40 440 შშმ პირს, მათ შორის, ბავშვებს უკვე ჩაერიცხა, დღეის მდგომარეობით, ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს აგრო ქულები დაერიცხა, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით პირდაპირ ანგარიშებზე მიიღეს," - აღნიშნა პრემიერმა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა