logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით გადაფაროს ის წარმატებული პროექტები, რომელიც დღეს საქართველოში ხორციელდება
გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია ცდილობს ტყუილებით გადაფაროს ის წარმატებული პროექტები, რომელიც დღეს საქართველოში ხორციელდება
17:15 29.05.2020
„არასდროს ავყოლივარ ცდუნებას, მეპასუხა პატრიოტთა ალიანსის გამოსვლებისათვის, რადგან ხშირ შემთხვევაში არის რაღაც ენერგია ისეთი, რომელიც გათვლილია საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მიქცევაზე. მე არ მახსოვს გამოსვლა, რომ მთავარი სამიზნე არ იყოს „ქართული ოცნება“. ერთი საკმაოდ მოუმზადებელი, სამართლებრივად გაუმართავი რეზოლუცია არის საფრიალო მთავარი დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიც არის, ბევრიც გასამართლებულია, ბევრიც გაქცეულია და ბევრიც იხდის სასჯელს. ამაში კარგი არაფერია, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგა, თავდებში დაუდგა ბატონ მელიას ყველა, არც ეს არის სასიამოვნო თემა მოსაგონებლად, მაგრამ რეალობა ხომ ეს არის“ მიმართა პარლამენტის თავმჯნდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ფრაცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ განცხადებას პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ინტერპალაციის ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, ასეთი „ბრტყელ-ბრტელი, მაღალ-მაღალი“ განცხადებების გაკეთება, სახელისუფლებო გუნდის მიმართ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან ასოცირებული ფრაციების წევრთა გამოსვლებს წარსულის არაერთი დანაშაული გაახსენა.

„რაც შეეხება ნაცკლასტერს, მაზოხისტები ხომ არ ხართ? სადისტები კი იყავით, სანამ ძალა გქონდათ ხელში. რამდენი ადამიანია დაზარალებული ამით?. სისხლისღვრაზე ლაპარაკობთ ახლა. რომელ ბავშვებზე ან ვისზე გიზრუნიათ? ვისთვის რა თანხა გაქვთ ოდესმე მიცემული, განსაკუთრებით, 2008 წელში?’- მიმართა მან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს მაშინდელი სახელისუფლებო გუნდი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ არის შეტევაზე გადმოსული და აგრესიას არ ახორციელებს.
„გაკვირვებულები არიანო, მოსკოვში კოკოითს რა უნდაო, ჩამოდიო. ტელევიზიაში ან განცხადებები მოისმინეთ ან კონდოლიზა რაისის მოგონებები წაიკითხეთ, ან აშშ-ის ელჩების, ან კოლინ პაუერის კომენტარები მოისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. უშველებელი გეგმა იყო მობილიზებული, რომ ფინანსური და ეკონომიკური ძალისხმევით, უკვე ჩართულობით რუსეთის გავლენა შეემცირებინათ და არ მიეცათ მათთავის საშუალება აგრესიის განვითარებისთვის და რას ვხედავთ? 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, ყველა შეთანხმება, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს საშუალებით იყო მიღწეული, დაიხა, გადაიგდო ურნაში და ამის შემდეგ რაც მოხდა, კარგად ვიცით. თითქოს მოლაპარაკებები იყო ცხინვალთან, მოსკოვთან და ამ დროს გვერდზე დაგვრჩა ის, რასაც ჩვენი დასავლელი მეგპბრები გვკარნახობდნენ. გამოიძახეს ელჩი ვაშინგტონში და ჩამოუწერეს (6-გვერდიანი დოკუმენტია), რა მიმართულებით აპირებდა პოლიტიკის და სტრატეგიის გაგრძლებას აშშ. ამათგან იყო სრული იგნორი. ახლა რაზე მივედით? თურმე ბიძინა ივანიშვილს კიტრი, პომიდორი და კარტოფილი აინტერესებს, რომ გამოიტანოს იაფად მარნეულის რაიონიდან და ძვირად გაყიდოს და ამით მასთან დაკავშირებული კომპანიები სარგებლობენ, ეს ხომ ტყუილია! ეს არის მიზერული. კომპანიასთან კავშირიც არ აქვს და კიდეც რომ ჰქონდეს, მიზერულია მისი ხვედრითი წილი ამ საქმიანობაში.კიდევ რომელი ტყუილები ჩამოვთვალო?“, - კითხვით მიმართა ოპოზიციას გიორგი ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საქარტველოში უამრავი წარმატებული პროექტი ხორციელდება, რომლის გადაფარვასაც ოპოზიცია ხელოვნულარ ცდილობს.

„გრანდიოზული პროექტი ხორციელდება -კასპიის გაზსადენი საქართველოს გავლით და თურქეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, იტალია ანუ ევროპაში გავედით. პირველი საცდელი უკვე გაეშვა და გაზპრომის თემით უნდა ოპოზიციას, რომ გადაფარონ. 53 საქმე დავთვალეთ სტრასბურგიდან, რის გამოც ჩვენ დღეს ფული უნდა გადავიხადოთ ამათი ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს ინფორმაციაც გადაიფარა იმით, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრი მიდის ოპოზიციაში და ყველა ამას კითხულობს, მართლა მიდის თუ არა გახარია ოპოზიციაში. ყურადღებით უნდა ვიყოთ ყველა. პიროვნულად არასდროს არავინ მომიხსენებია ოპოზიციიდან, მაგრამ გამოვიდა აგერ ქალბატონი ბოკუჩავა და ჩვენ თურმ ეჩვენი მხარდამჭერების სიებს ვადგენთ, რომ მხოლოდ მათ დავურიგოთ პროდუქცია. უზნეობაა ეს და უზნეობას პასუხი სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა