logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: გამოკითხვის შედეგები საზოგადოების პასუხია ოპოზიციის ქცევაზე, როდესაც პანდემიის დროს ისინი იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას
ზაალ ანჯაფარიძე: გამოკითხვის შედეგები საზოგადოების პასუხია ოპოზიციის ქცევაზე, როდესაც პანდემიის დროს ისინი იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას
12:27 29.05.2020
კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება, თუნდაც იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნდა უფრო ძლიერ ქვეყნების ფონზე, მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის გაზრდის კუთხით. ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში იდგა ადამიანი და მისი ინტერესები,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.

მისი თქმით, გამოკითხვის შედეგები საზოგადოების ერთგვარი პასუხია ოპოზიციის ქცევაზე, კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას

ანალიტიკოსი მიიჩნევს, მმართელი გუნდის მიმართ მოსახლეობის ეს განწყობა ფორმირდებოდა იმ უპრეცედენტო საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშულებები თუ სხვადასხვა ჯგუფები.

"დიდი უკუგდება - ოპოზიციის ჟრიამულს ე.წ. „პოლიტპატიმრების“ ციხიდან გამოშვების გამო, რომლებმაც ლამის არჩევნებზე გამარჯვება იზეიმეს ცივი წყალი გადაესხა, მას შემდეგ რაც გაზომვადი ინდიკატორებით გამოვლინდა, რომ საქმე საზეიმოდ კი არა იმაზე უარესად აქვთ, ვიდრე შეიძლებოდა წარმოედგინათ. კომპანია “GORBI” მიერ ჩატარებული საკმაოდ რეპრეზენტატიული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, საპარლამენტო არჩევნები რომ ეხლა ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერდა გამოკითხულთა 55%, მაშინ როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 12% და „პატრიოტთა ალიანსს“ 6%. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ამბიციები მხოლოდ 3% არის დაკმაყოფილებული. ფაქტიურად ვღებულობთ დაახლოებით იმავე კონფიგურაციის პარლამენტს რაც ეხლა გვაქვს. კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება, თუნდაც იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც ქვეყანას გააჩნდა უფრო ძლიერ ქვეყნების ფონზე, მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი, ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის მიმართ ნდობის გაზრდის კუთხით. ხელისუფლების პოლიტიკის ცენტრში იდგა ადამიანი და მისი ინტერესები. დიდი წარმოსახვის უნარი არ სჭირდება იმის წარმოდგენას თუ როგორ იმოქმედებდა თუნდაც მარნეულში და ბოლნისში მომხდარი ინციდენტების დროს „ნაციონალური მოძრაობა.“ ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომით მოახერხა სიტუაციის დარეგულირება. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ავხსნა თუ რა დგას გამოკითხის შედეგების და ციფრების უკან, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 50%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილს გამოთქვამს (63%). რაც მთავარია, მოსახლეობის ეს განწყობა მმართველი გუნდის მიმართ ფორმირდებოდა იმ უპრეცედენტო საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ ოპოზიციის მომსახურე მედიასაშულებები თუ სხვადასხვა ჯგუფები. გამოკითხვის შედეგები არის ასევე საზოგადოების ერთგვარი პასუხი ოპოზიციის ქცევაზე კორონავირუსის პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე, როდესაც მოსახლეობის ძნელბედობის დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პოლიტიკური ქულების დაწერაზე ზრუნავდნენ და იაფფასიანი პოპულიზმით ცდილობდნენ შერყეული პოზიციების აღდგენას. რა თქმა უნდა შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ერთი გამოკითხვის საფუძველზე შორსმავალი დასკვნები გავაკეთო, რადგანაც წინ მძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გველოდება. არსად წასულა მოსახლეობის ის პრობლემები, შფოთვები და მოლოდინები რაც კვლევაშია კეთილსინდისიერად არის მოცემული (კორონავირუსის შედეგად მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და სხვა). ამ პრობლემების მოგვარების ხარისხზე ბევრად იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის არჩევანი”,- წერს ანალიტიკოსი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა