logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით მთლიანად გაკოტრებულია
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით მთლიანად გაკოტრებულია
10:52 29.05.2020
„ნაციონალური მოძრაობა დეპრესიულ მდგომარეობაშია“, - -განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “postv”-ის ეთერში კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებზე საუბრისას. მისი თქმით, 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილი არის ნაცმოძრაობის თავდასხმის მთავარი ობიექტი გასაგები მიზეზების გამო.

„მან შეძლო ის, რაც ვერ ხერხდებოდა წლების მანძილზე და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში. მან ჩამოაშორა ქვეყანას აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობა მთლიანად ძალადობასა და აგრესიაზე იყო დაფუძნებული. ეს ვერ უპატიებიათ დღემდე ბიძინა ივანიშვილისთვის, თუმცა აქ არის ერთი ემოციური მომენტი: შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და არავის ეგონა, ოპოზიციბის წინა ფიასკოების გათვალისწინებით, რომ ერთ წელიწადში ის მოიგებდა არჩევნებს. თანაც ბევრს სჯეროდა, რომ სააკაშვილი, ბოკერია და ვიღაცები იყვნენ გროსმაისტერები, გენიოსები პოლიტიკაში. უცებ შემოვიდა გროსმაისტერი და აჩვენა, რომ ესენი მეორე თანრიგოსნები არიან იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მთავარი ღერძი დემოკრატიული სისტემის არის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მათ იციან, სად არის ძალა ამ დემოკრატიული სისტემის, ამიტომ თავდასხმის ობიექტი სწორად ჰყავთ შერჩეული. „თუმცა, როგორც მაშინ ვერაფერი დააკლეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ვერც შემდგომი 7 წელი, ვერც მომავალში დაკლებენ ვერაფერს, რადგან ეს არის კლასიკა: სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კომპანია GORBI -ის კვლევის შედეგები ემთხვევა იმ კვლევის შედეგებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს დამხმარე ორგანიზაციების საშუალებით.

„საერთო სურათი არის ის, რომ ოპოზიცია არის მთლიანად გაკოტრებული საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით, მათი პროცენტები არის ძალიან დაბალი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი აღარ აქვთ და მეორეც - არც არავითარი დესტრუქციის რესურსი აღარ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა