სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრგვალი
მაგიდის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრის განხილვის ძირითადი თემები საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაფინანსების წესი იქნება.
მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დღის შეცვლის იურიდიული საფუძველი არ არსებობოს. ხარატიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების დღე ერთია და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო დღე ხმის მიცემის პროცესში ხელის შემშლელი არ იქნება.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე საკითხები პრობლემები და აქტურლური თემებიც განიხილება.
„დღევანდელი შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართება. მსგავსი დიალოგი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რადგან ის საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კომუნიკაციას უწყობს ხელს“-განაცხადა ხარატიშვილმა.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

















