logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ერთად გავიმარჯვებთ
გიორგი გახარია: წინ გველის ურთულესი 6 თვე და ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ერთად გავიმარჯვებთ
11:47 28.05.2020
დღეს ჩვენ საინტერესო, ზოგჯერ ცხარე დისკუსია, მსჯელობა, გვქონდა. ამ ტრიბუნიდან და ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, რასაც არ დავუბრუნდები, რადგან არავინ არ გამორჩენილა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს - თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია და ამ მიღწევას ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია საბოლოოდ დავარქვათ გამარჯვება, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ პირველი ტალღა გადავლახეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა აღდგეს ქვეყნის ეკონომიკა და დაუბრუნდეს ნორმალური შემოსავალი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია ეკონომიკაზე თავისი ზემოქმედებით თითოეული ქართველის ოჯახში მივიდა. ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ჩვენი, სახელმწიფოს დახმარება მოქალაქისთვის უნდა იყოს უფრო მეტი, უფრო ქმედითი, უფრო სწრაფი. ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება ექნება, ამ დახმარებას, თანადგომას სახელმწიფოს, ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან მიიღებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გველის ურთულესი 6 თვე, რომლის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ და გამარჯვებული გამოვალთ ყველა ამ წინააღმდეგობიდან და პრობლემიდან. ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის ჯერ კიდევ აქ არის. ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დავაბრუნოთ ნორმალური შემოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომდევნო 6 თვე იქნება ურთულესი, როგორც ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკური აღორძინების თვალსაზრისით და ამავდროულად, ამ პერიოდში ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სანიმუშო არჩევნები.

„ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში ისეთი არჩევნები, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, განმეორდეს ის, რაც დღეს ხდება - როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის საკითხი, პოლიტიკური სპეკულირებისა და პოლიტიკური ქულების დასაწერად, ადამიანები არ ერიდებიან პროვოკაციების საშუალებით სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული, ღრმა ურთიერთობების რისკის ქვეშ დაყენებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, უაღრესად რთული და გამოწვევებით სავსე 6 თვე გველის. ჩვენ აქაც გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ აქაც გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ჩვენ არ ვამბობთ შემთხვევით, რომ ყველას, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, შეგვიძლია ეს კრიზისი ამ ქვეყნისთვის შესაძლებლობად ვაქციოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ასეთი კრიზისების ეფექტურად გადალახვით, ქვეყანა ხდება სახელმწიფო.

„ეს კრიზისია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვანახოთ, როგორ შეუძლია პატარა ქვეყანას, ეფექტურად მართოს გამოწვევები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ვაქციოთ კრიზისი შესაძლებლობად, აქ არ არის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვაზე, ეკონომიკაზე, მათ შორის, ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე. ეს კრიზისი შესაძლებლობაა ოპოზიციისთვისაც, სამწუხაროდ, თუმცა, როგორ იქნება გამოყენებული, ამას დრო ანახებს, ეს ჯერ არავინ იცის. ერთი რამ მინდა გითხრათ - ასეთი კრიზისებით, მათი ეფექტურად გადალახვით, ქვეყანა ხდება სახელმწიფო, ეფექტური, წარმატებული სახელმწიფო. ჩვენ ეს შესაძლებლობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქესთან ერთად, ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მივცემთ შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეფექტურ, წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა