ამერიკელ სენატორებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა.
ჯონ მაკკეინმა, ჯოზეფ ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა ყურძნის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა, შემდეგ კი, დაკრეფილი ყურძენი საწნახელში მოათავსეს და თავად დაწურეს.
ამერიკელ სენატორებს საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინითაც გაუმასპინძლდა.
სენატორები თონეში პურის ცხობის ტექნოლოგიებითაც დაინტერესედნენ, ცხობის პროცესს დაესწრნენ და დააგემოვნეს კიდეც.

















