logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
​მერაბ ქვარაია:  როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი  პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო
​მერაბ ქვარაია: როდესაც ხედავ, რომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციოს, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე საუბრობენ - გიჩნდება სურვილი მათ წარსული გაახსენო
17:15 27.05.2020
„თავად ვიყავი პროცესებში ჩართული, ამიტომ ჩემთვის გასაგებია ის ძალისხმევა და შრომა რაც გსაწია ხელისუფლებამ პანდემიის პერიოდში. თუმცა, როდესაც ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მართლაც გიჩნდება სურვილი, რომ გარკვეული პასუხები გასცე მათ მსჯელობას და შეფასებებს. როდესაც ხედავ, რომ ისინი ცდილობენ ნებისმიერი პოზიტივი ნეგატივად აქციონ, როდესაც ისინი პოლიტპატიმრებზე იწყებენ საუბარს, გიჩნდება სურვილი გაახსენო ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სააკაშვილთან ერთად, მათი პასუხისმგებლობაა. როცა ვერ ხედავენ ამ პოლიტპატიმრებს, ახსენებ ბუნებრივია, ირაკლი ბათიაშვილს, სულხან მოლაშვილს, ემზარ კვიციანს, კობა კობალაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, ჯონო ჯიქიას, ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებიც, უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს. როდესაც ისინი ვერ ხედავენ ხელისუფლების მიერ გაწეულ შრომას, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მოქალაქეების დახმარებისთვის ბუნებრივია, მათ ახსენებ იმას რომ თავად თითიც არ გაუნძრევიათ მაშინ, როდესაც იყო ეკონომიკური კრიზისი და ისინი მხოლოდ იმ ორგანიზაციებს ეხმარებოდნენ, რომლებიც მათთან იყო დაახლოებული და ა.შ.“, -აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას მოუსმინეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მთავრობას თხოვნით მიმართა, ის მოიჯარეები, რომლებიც სახელმწიფო ქონებას ფლობენ, გათავისუფლდნენ გადასახადისგან ისევე, როგორც ეს დედაქალაქის შემთხვევაში დარეგულირდა.

„მინდა დახმარება გთხოვოთ კონკრეტულ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს აქტუალური საკითხია არა მარტო ზუგდიდის მაგალითისთვის არამედ, მთლიანად ქვეყნისთვის. საკითხი ეხება მოიჯარეებს, რომლებიც იჯარით ფლობენ სახელმწიფო ქონებას. ობიექტს, რომელსაც აქტივების მართვის კომპანიისგან იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდგომში უკვე აქირავებს მას მოქალაქეებსა და კერძო მეწარმეებზე. რაც ეს ადამიანები არიან გაჩერებულები და არ მუშაობდნენ ამ სამი თვის პერიოდში, მათ დაუგროვდათ იჯარის გადასახადი. ვინაიდან სახელმწიფო ითხოვს ამ შპს-სგან იჯარის გადასახადს, ანალოგიურად ისინი სთხოვენ მოიჯარეებს გადასახადს. არმუშაობის პერიოდში მათი მხრიდან იჯარის გადახდა საკმაოდ რთული საკითხია. დედაქალაქმა ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებილი და კარგი იქნება თუ რეგიონებთანაც დაკავშირებითაც იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა