logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები! - აშშ-ს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი პოლ პეკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები! - აშშ-ს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი პოლ პეკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
17:08 27.05.2020
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“ - აშშ-ს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შეერთებული შტატების საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე პოლ პეკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც პოლ პეკერი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, „ებრაელმა ხალხმა პირველად უსაფრთხოებას საქართველოში 26 საუკუნის წინ მიაგნო. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართველ ებრაელებს გაუმართლათ როგორც მეზობლების, ისე ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უმეტესად ანტისემიტური საზოგადოების მხრივ“.

„საქართველოს დიდი ხანია აქვს წოდება ,,ḥasidei ummot ha`olam” - მართალი ხალხთა შორის“ - ამბობს ვიდეომიმართვში პოლ პეკერი და წმინდა მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას იხსენებს, რომლის ქმედებებიც, მისი თქმით, ისევე როგორც სხვა ქართველი შინდლერებისა, ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჰუმანიტარიზმის მრავალწლიანი ტრადიციის მაგალითია.

„მოგესალმებით ნიუ იორკიდან. მე ვარ პოლ პეკერი, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარგარეთ არსებული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე.

საღვთო წერილი გვეუბნება, რომ გვიყვარდეს უცხო ადამიანი, რადგან ოდესღაც ჩვენც უცხონი ვიყავით ეგვიპტის მიწაზე. წმინდა გრიგოლ ფერაძეს არა მხოლოდ უყვარდა უცხო პიროვნება, სიცოცხლეც კი დაუთმო მას.

გრიგოლმა ახალგაზრდობის წლები თავისი ქვეყნის ბოლშევიკებისგან დაცვაში გაატარა. მრავალი სხვა ადამიანის მსგავსად, ვინც წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა კავშირს, გრიგოლიც გადაასახლეს სამშობლოდან, 1920-იან წლებში.

1930 წელს, მძიმე ავადმყოფობის ფონზე, გრიგოლმა პირობა დადო, რომ ღმერთს მიუძღვნიდა თავს. მან დანაპირები შეასრულა და მალევე პარიზის წმინდა ნინოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და იმ კონგრეგაციის მღვდელი გახდა, რომელიც გადასახლებულ ქართველებს ემსახურებოდა.

ათი წლის შემდეგ, როცა ნაცისტები ვარშავაში შეიჭრნენ, გრიგოლიც იქ ცხოვრობდა. საკუთარი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების მიუხედავად, გრიგოლმა განაგრძო რელიგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა, ეხმარებოდა იუდეველებს და სხვა დევნილ პოლონელებს, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. მისი საქმიანობა მალევე გახდა ნაცისტების აგრესიის სამიზნე, რის გამოც ის დააპატიმრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გამოკეტეს.

გრიგოლის ბოლო დღეების დეტალები, სამწუხაროდ, უცნობია. ერთი მონათხრობის თანახმად, იგი მოკლეს მას შემდეგ, რაც ნაცისტი მცველის სიკვდილი დაიბრალა სხვა პატიმრის დასაცავად. სხვები ამბობენ, რომ მან გაზის კამერაში თავი გაწირა რაბის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, რომელსაც დიდი ოჯახი ჰყავდა. რაც დანამდვილებით ვიცით, ის არის, რომ გრიგოლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ზრუნავდა უცნობზე.

გრიგოლ ფერაძე განსაკუთრებული ადამიანი იყო. მისი ქმედებები, ისევე როგორც სხვა ქართველი შინდლერებისა, ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჰუმანიტარიზმის მრავალწლიანი ტრადიციის მაგალითია.

ებრაელმა ხალხმა პირველად უსაფრთხოებას საქართველოში მიაგნო 26 საუკუნის წინ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ქართველ ებრაელებს გაუმართლათ როგორც მეზობლების, ისე ეკონომიკური შესაძლებლობებისა და უმეტესად ანტისემიტური საზოგადოების მხრივ. საქართველოს დიდი ხანია აქვს წოდება ,,ḥasidei ummot ha`olam” - მართალი ხალხთა შორის.

კრიზისის დროს, გრიგოლ ფერაძემ დაიცვა ქართული ტრადიციის ათასწლეული, გვერდით დაუდგა მათ, ვისაც ეს სჭირდებოდა, რელიგიური თუ კულტურული სხვაობების მიუხედავად.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას, მინდა, სიამაყით მივაგო პატივი გრიგოლის მიცვოტს და აღვნიშნო საქართველოში ყველა ჩვენი მეგობარი, რომლებიც აგრძელებენ გრიგოლის უცხო ადამიანების მიმართ სიყვარულის ტრადიციას.

ვისურვებდი, შემეძლოს, თქვენთან ერთად პირადად ყოფნა, მაგრამ მანამდე, თავს მოუფრთხილდით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები” - ამბობს პოლ პეკერი ვიდეომიმართვაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა