logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ?
რომან კაკულია პრემიერს: არსებობს თუ არა კონკრეტული სტრატეგია სუბსიდირებული პროდუქტების მიმართ?
15:13 27.05.2020
„პანდემიის განმეორების შემთხვევაში არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული სტრატეგია იმ პროდუქტების მიმართ, რომელთაც ჩვენ ამ ეტაპზე, სუბსიდიით მივუდექით?“ - ამ კითხვით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ქვეყნის პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

რომან კაკულია ასევე დაინტერესდა რატომ ვერ მოხერხდა, რომ დღეს პრემიერის მოხსენების ფონზე უკვე წარმოდგენილი ყოფილიყო ბიუჯეტი.

„შეკითხვების ნაწილი, სწორედ ისეთი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ირჩევს ასეთ სტრატეგიას, რომ იღებენ ერთ სეგმენტს, ასახელებენ ციფრს და მერე მსჯელობენ ეს საკმარისია თუ არა. ასეთი შეკითხვის ობიექტური პასუხი, ცხადია იქნება მთელი სურათის დანახვა, სადაც დავინახავთ რა შეზღუდა მთავრობამ თავის თავზე, რა პროგრამები შეიზღუდა და როგორი რელევანტური იყო ეს შეზღუდვა, მაშინ მოგვეცემა საშუალება, რომ ასეთი ტიპის ოპონირებას მყარად გავცეთ პასუხი, რადგან მთლიანი სურათის დანახვა მნიშვნელოვანია და რაიმე კონკრეტული მიზეზი ხომ არ არის, რომ დღეს ბიუჯეტის წარდგენა ვერ მოხერხდა?“.

რომან კაკულიას კიდევ ერთი შეკითხვა შეეხებოდა ფონდს, სადაც ბევრმა ადამიანმა ჩადო საკმაოდ ბევრი თანხა და კარგი იქნება თუ საზოგადოებას ეცოდინება პრინციპი, როგორ დაიხარჯება ეს ფული. ის საერთო თანხაში ჩაიწერება თუ იქნება რაღაც კონკრეტული მიმართულებები.

დაგრობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე იმითაც დაინტერესდა თუ არსებობს რაიმე მექანიზმი, რომ მოხდეს ადრესატამდე დახმარების მისვლის მონიტორინგი და საერთოდ როგორ ფიქრობს მთავრობა ამ საკითხის მოგვარებას. „ჩემი შეკითხვა ეხება ზოგადად მმართველობის თემას, იმიტომ, რომ ბევრი შეკითხვა მოდის ასეთი, გასაგებია თანხა, გასაგებია ადრესატი, მაგრამ მისვლის პროცედურებში არის ძალიან ბევრი ხარვეზი.

მესმის, რომ აქ ადამიანური რესურსის პრობლემაა, ყველა ამ თანხის მიმტანი სხვადასხვა ინსტანციაშია და იოლი ნამდვილად არ არის ეს, მაგრამ ამის მონიტორინგის სისტემა როგორი გაქვთ, თქვენ თუ ხედავთ ამ გამოწვევებს და როგორ ფიქრობთ მოაგვაროთ ეს კონკრეტული თემა?“- ჰკითხა რომან კაკულიამ გიორგი გახარიას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა