logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო წილოსანი: ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან
ნინო წილოსანი: ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან
14:51 27.05.2020
„ვიცი თქვენი სწორი რეაგირება და ხედვა ტურიზმის დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით. თქვენი მეთაურობით შემუშავებული ყველა პროგრამა მეტ-ნაკლებად კარგად პასუხობდა ამ სექტორის პრობლემებს თუმცა, არ შემიძლია არ გავაჟღერო გიდების, მძღოლების, ტურისტული კომპანიების თხოვნა რომლითაც ისინი მე დამიკავშირდნენ. საქმე ეხება ერთ შემთხვევაში ტურისტული ორგანიზაციების და კომპანიების მხრიდან ოფიციალურად დასაქმებული ადამიანებისთვის 1200 ლარიანი დახმარების მიღების შემთხვევებს. ტურიზმის სექტორი მეტ-ნაკლებად სეზონურია და პერიოდული, ამიტომ ა. წ. პირველ კვარტალში, მათ არ ჰქონდათ ფინანსური მოძრაობა და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი გადახდილი არ აქვთ თუმცა, წინა წლის საკმაოდ დიდ პერიოდში ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ. ტურიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე თხოვნა არის - იქნებ გათვალისწინებული იყოს წინა წლის შემოსავლები“, - აღნიშნული თხოვნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც პრემიერმინისტრი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენდა.

მისი თხოვნა ასევე, ეხებოდა თვითდასაქმებულ გიდებსა და მძღოლებს.

„ის რეგულაციები, რომლითაც დასტურდება თვითდასაქმება, გიდებისა და მძღოლების შემთხვევაში არ მუშაობს. მათი თხოვნაა, რომ იქნებ ასოციაციების, სასტუმროების და ტურისტული კომპანიების მიერ გაცემული ცნობები მათთან დაკავშირებით იყოს გამოსადეგი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე, დაინტერესდა თუ რა პირობებში და რა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა.

„გადმოგცემთ უამრავი ადამიანის შფოთვას საზღვრების გახსნათან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ფაქტიურად, ჩვენ უსაფრთხო კუნძულივით ვართ იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, სადაც ირგვლივ მყოფი ქვეყნები ეპიდემიის საკმაოდ მაღალი გავრცელების ხარისხში არიან. რა პირობებში ვხსნით ქვეყანას? მე მომხრე ვარ იმისა, რომ ტურიზმის სექტორი რეალურად ამუშავდეს და საზღვრები გაიხსნას. გთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ რა პირობებში რა უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა. მით უფრო, ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბალანსის დაცვა, ტურისტის შემოსვლა არ იყოს იმდენ დისკომფორტთან დაკავშირებული, რომ საერთოდ არ შემოვიდეს ის თუმცა, მეორე მხრივ, ის არ იყოს ეპიდემიის შემომტანი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა