logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი გახარია: არავინ  იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით
გიორგი გახარია: არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით
13:08 27.05.2020
დღეს არავინ არ იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, ჩვენს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, თუ რა იქნება ხვალ. მისივე განცხადებით, ამ გლობალური პანდემიის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიოში არ არსებობს, არა თუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, არ არსებობს ვაქცინა, არ არსებობს ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზებიც.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის ძალიან მაღალ დონეში, გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ გადაგვედგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ამ კრიზისს, ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შესაძლებლობად.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. მაგრამ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იმ ეტაპზე სამუშაოდ, როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპს, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ, დღეს, ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, ასევე ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთ კვირის თავზე, ეს იქნება 8 ივნისს, უკვე სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორანი და ასევე, ის სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა