logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს: საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე
ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს: საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე
14:51 26.05.2020
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ და წელსაც, პანდემიის შედეგად შექმნილ არაორდინალურ პირობებშიც, როდესაც ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა სახალხო ზეიმის გარეშე ჩაივლის, უცხოელი დიპლომატები, ქართველ ხალხთან ერთად, თავიანთ გულებში ზეიმობენ იმ დღეს, როდესაც ქართული დემოკრატიული სახელმწიფო დაიბადა.


ზალკალიანის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენით, საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიულმა ქვეყანამ, რომლის მიზნები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ეკონომიკის ზრდასა და დივერსიფიცირებას ემყარება.


როგორც მინისტრი აღნიშნავს, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ შეიძინა. "საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა იმ ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე, რომლებიც მთელი ამ ხნის გნმავლობაში ჩვენს გვერდით დგანან" - წერს ზალკალიანი და პროფესიონალიზმის, თავდადებისა და გულითადი დამოკიდებულებისთვის მადლობას უხდის საქართველოში მოღვაწე უცხო ქვეყნების ელჩებს, დელეგაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს.


ზალკალიანი ასევე მადლიერებას გამოხატავს პანდემიის პერიოდში საქართველოს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, "ბოლო თვეებში თავსდამტყდარმა პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მსოფლიო გარდაიქმნას და სოლიდარობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე გადაეწყოს".
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა