logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია
14:17 26.05.2020
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, თავისუფლებაზე
მნიშვნელოვანი ღირებულება არ არსებობს, რადგან სწორედ თავისუფლებაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს.


"აქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 102 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიების გარეშე აღნიშნავს. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და ისტორიულ უბნებში საქართველოს ეროვნული დროშები და მისალოცი ბანერები გამოიფინა.

"102 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციამ ამ პროცესს თავისი ტრაგიკული დაღი დაასვა. 1991 წელს კი ჩვენმა ერმა ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველანი ერთად გავნითარებულ და ძლიერ საქართველოს ვაშენებთ.

თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია, ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი გვარწმუნებს. თავისუფლება ესაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს.

გილოცავთ 26 მაისს, დღეს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსხვავებების მიუხედავად აერთიანებს. წელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დღეს, როდესაც საქართველო კორონავირუსს წარმატებულად უმკლავდება, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ მედიკოსების რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, COVID-19-სა და სხვა გამოწვევებს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად დავძლევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასოდეს არ დაგვეკარგოს თავისუფლების სიყვარული. ვისურვებდი ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზანისთვის დროულად მიეღწიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო წარმატებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა