logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არასამთავრობოები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ
არასამთავრობოები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ
10:18 07.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს და მათ აღნიშნული ხელშეკრულებების გასაჯაროებას თხოვენ.

განცხადებას ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ავრცელებს.

არასამთავრობოები ინტერნეტ-საიტ www.civil.ge-ზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს - The Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC, ასევე, „კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს“. ლობისტების მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, კომუნიკაციის სფეროში მხარდაჭერას, ლობისტურ საქმიანობას და „სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას“ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში, „დემოკრატიის საკითხები”, ასევე, „დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.”

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად თვეში 300 000 აშშ დოლარზე მეტს უხდის ოთხ ლობისტურ ფირმას: Parry and Roman Associates Inc, Patton Boggs LLP, Downey McGarth Group Inc, National Strategies LLC.

„გასაჯაროებული კონტრაქტების თანახმად, დაქირავებული კომპანიების მოვალეობები მოიცავს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრთა ლობირებას, მედიის მონიტორინგსა და ინფორმაციის მოძიებას, მედიასთან ურთიერთობებს და ციფრული საშუალებებით კამპანიის წარმოებას, მათ შორის ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებასა და აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში „მხარდამჭერთა ქსელის” შექმნას სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის (http://www.democracyingeorgia.org) საშუალებით“- აცხადებენ ორგანიზაციები.

მათივე განმარტებით, „უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრაციის აქტის” თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები აშშ იუსტიციის დეპარტამენტში უნდა დარეგისტრირდეს. ეს კონტრაქტები კი, ვებ-გვერდზე http://www.fara.gov/qs-foreignprincipal.html ქვეყნდება.

„ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ლობისტები ასევე მოქმედებენ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, თუმცა, ამ საქმიანობის დეტალები ბურუსით არის მოცული, რადგანაც ევროკავშირში რეგისტრაციის მკაცრი მოთხოვნები არ მოქმედებს“ - აცხადებენ ორგანიზაციები.

არასამთვრობოები ფიქრობენ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა, საჯარო უნდა გახადოს ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება და დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნოს დაქირავებული ლობისტების მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კონტრაქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე მიაჩნიათ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაუშვან, რომ აღნიშნულმა საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა