logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია
ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია
19:00 25.05.2020
„დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგებილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში, რომელშიც 2012 წლამდე მომხდარი ადამიანის უფლებათა უხეში და მასშტაბური ფაქტებია ასახული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი იყო არაერთი გახმაურებული საქმე, განსაკუთრებით, „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“; “ვაზაგაშვილის საქმე“.

„კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საშუალება გვქონდა გაგვეხორციელებინა მონიტორინგი საქართველოს მხრიდან ამ გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხზე. „ჩვენ, სახელისუფლებო გუნდი ვართ იმ პრინციპების ერთგულნი, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო -სტრასბურგის სასამართლო რომლის მთავარი ამოცანაც არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ ამ მიმართულებით არაერთ რეფორმას ვახორციელებთ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, წარმოდგენილ ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმები: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნა; საქართველოს პროკურატურის რეფორმა.

„მონიტორინგის განხორციელება დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის ფორმატით ჩვენი გუნდის მიერაა შემოღებული 2016 წლიდან, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას, რომ ევროპის საბჭოს მონაწილე ქვეყნებმა განახორციელონ კონტროლი, როგორ ხდება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება. საზოგადოება ხედავს და თვალ-ყურს ადევნებს, თუ როგორ მოგვიწოდებენ ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ სურთ იყონ საპარლამენტო კონტროლში ჩართული. სწორედ დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა იყო იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლში ყოფილიყო ჩართული და ერთად გაგვეხორციელებინა მონიტორინგი, თუ როგორ აღასრულებს საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი არცერთი წარნომადგენელი არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, რაც მიუთითებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ და რამდენად აინტერესებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მათი მოწოდება არის დემაგოგია. მათ დღევანდელი ფორმატი არ გამოუყენებიათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ახლახანს გამოვიდა „ციხის ბუნტის საქმესთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება. „2020 წლის 2 აპრილს იქნა გამოტანილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ადგილი ჰქონდა პატიმრების მკვლელობას და უმისამართო სროლები მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა