logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ერთადერთი გზავნილი იყო - ყველანი ციხეში!
მერაბ ქვარაია: წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ერთადერთი გზავნილი იყო - ყველანი ციხეში!
15:42 25.05.2020
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხი განიხილება, კომიტეტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იკითხა, თუ რატომ არ ესწრება სხდომას წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე დაინტერესდა თუ რამდენად ირებენ ისინი პასუხისმგებლობას 9 წლის განმავლობაში მომხდარ ადამიანის უფლებების დარღვევის და პატივისა და ღირსების შემლახავ ფაქტებზე.

„სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და რომელიც იმ პერიოდში იყვნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და დღეს ამ დარბაზში არ არიან. სად არის ეს ხალხი? რატომ არ ესწრებიან? ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ეს ადამიანი დღეს, თქვენი ანგარიშის მოსმენისას, სარკეში ჩაიხედავდნენ და დაინახავდნენ იმას რისი შემოქმედებიც თვითონ იყვნენ, იმ სიმახიჯეს, იმ ბოროტებას და დარღვევების მთელ იმ კასკადს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ატრიალებდა ძალიან ჯოჯოხეთურ ამბებს ჩვენ ქვეყანაში. მე ძალიან კარგად ვიცი იმ პერიოდის ამბები და მერწმუნეთ, იმ დროს რომ ყოფილიყო ხელშემწყობი პირობები, იმიტომ რომ ხარჯებთან იყო დაკავშირებული სტრასბურგში საქმეების გაგზავნა, ამას სჭირდებოდა მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის და ხშირ შემთხვევებში არ იყო ეს სისტემები მოწესრიგებული, თორემ სტრასბურში გაცილებით მეტი საჩივრი იქნებოდა შესული. პრაქტიკულად ყველა ადამიანის უფლება ირღვეოდა, რომლებიც იმდროინდელ ციხეებში იხდიდნენ სასჯელს, რომელთა დაჭერა-დაპატიმრება ყოველგვარი კანონის იგნორირებით ხდებოდა და ფაქტობრივად, ყველანი ციხეში! ეს იყო ერთადერთი გზავნილი. სხვადასხვა რეგიონის პროკურორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სტატისტიკის გაუმჯობესებაში თუ რომელი უფრო მეტ ადამიანს დაიჭერდა. ციხეები კი, ვერანაირად ვერ იტევდა ამ ადამიანებს. იგივე შემიძლია ვთქვა ზუგდიდის ციხის მაგალითზე, რომელიც გათვლილი იყო 180 ადამიანზე და სადაც სასჯელს 500-ზე მეტი ადამიანი იხდიდა. თითოეული ამ ადამიანის პატივი და ღირსება იყო მძიმედ შელახული. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოვისმინეთ სტრასბურგის სასამართლოს შეფასებები ციხის ბუნტთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო დასკვნაა, რომელიც ღიად ამბობს ამ მოვლენის შესახებ ყველა მანკიერებას, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახავ მოქმედებას უსვავს ხაზს. ვინმემ მოისმინა თუნდაც ერთი შეფასება, ერთი პოლიტიკური განცხადება წინა ხელისუფლების მხრიდან? მე არ მომისმენია და დარწმუნებული ვარ არც ერთ თქვენგანს არ მოუსმენია პასუხი მათგან პასუხი, რადგან მათ არ აინტერესებთ პასუხი. მათ უნდათ გაემიჯნონ ამ პროცესებს და თავი ჩაიყენონ ისეთ მდგომარეობაში თითქოს ეს მათ არ ეხებათ. სინამდვილეში სწორედ მათ ეხებათ, ისინი იყვნენ პოლიტიკურ ხელისუფლებაში და კითვა რომელიც არის ერთის მხრივ რიტორიკული, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან ზუსტი მათ ამაზე უნდა გასცენ პასუხი - იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ადამიანის წამების, პატივისა და ღირსების შემლახავ მოქმედებებზე და თუ იღებენ, რაში გამოიხატება ეს? ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებულია აწმყოზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაგრამ წარსული არის ჩვენი თანმდევი ნაწილი. კარგი იქნებოდა ხშირად არ მივბრუნებოდით ამ წარსულს, მაგრამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც გვაიძულებს უკან გავიხედოთ, კარგად შევაფასოთ ის ყველაფერი რაც ხდებოდა. პირველი, ეს ადამიანები დღეს ყველა გზით, ყველა მეთოდით, ხერხით ელტვიან ხელისუფლებაში მობრუნებას. ისინი მზად არიან გაიღონ ყველა მსხვერპლი ოღონდაც ხელისუფლება დაიბრუნონ და დააბრუნონ ის მეთოდები, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ. და მეორე, მათი საქმიანობის შედეგი არის მძიმედ დაზიანებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი რეალობაა, მძიმედ დაზარალებული ოჯახები, ამიტომაც იძულებულნი ვხდებით ხშირად გავიხედოთ ამ წარსულისკენ და ხშირად შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებული ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები და მათი საქმიანობა მკაცრად უნდა იქნეს შეფასებული“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა