logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმეების უკან გმირი ადამიანები იდგნენ, რადგან ისინი ფაქტობრივად, ნაცხელისუფლების მძევლები იყვნენ
რატი იონათამიშვილი: სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმეების უკან გმირი ადამიანები იდგნენ, რადგან ისინი ფაქტობრივად, ნაცხელისუფლების მძევლები იყვნენ
15:36 25.05.2020
„სტრასბურგის ევროპული სასამართლო ყველაზე მეტად ააშკარავებს რა არის სინამდვილე, როგორი არის რეალობა. სტრასბურგის სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული, სადაც ადამიანის ძალიან უხეში და სასტიკი დარღვევები გამოვლინდა. ძირითად, რაც მეორდება ამ საქმეებში არის კონვენციის ის მუხლები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას, სიცოცხლის ხელყოფას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას - ანუ ფუნდამენტურ უფლებებს, რომელსაც ერთი ხელის მოსმით, ფუნდამენტურად ლახავდნენ მაშინდელი ხელისუფლები. ამ ტვირთს, მილიონობით ლარის კომპენასციებს, დღემდე იხდის ჩვენი მოქალაქეები იმ დანაშაულებისთვის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა შტოს ჰქონდა ჩადენილი“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.


მისი განცხადებით, სტრასბურგში გაგზავნილი ათასობით საქმეების უკან იდგნენ გმირი ადამიანები და გმირი ოჯახები, რადგან მათ ძალიან მძიმედ უხდებოდათ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ, რადგან თუ ამ ოჯახებს, ოჯახის წევრები პატიმრობაში ჰყავდათ, ისინი ფაქტობრივად, იმ ხელისუფლების მძევლები იყვნენ. „ მიდიოდა პირდაპირ შანტაჟი, რომ მათ საქმეები გამოეხმოთ და გამოეტანათ სტრასბურგის სასამართლოდან. იყო ასეთი შემთხვევები,როდესაც მსგავსი ისტორიები ადამიანის სიკვდილით მთავრდებოდა. ადამიანები, რომლებიც ხშირად, ვითომდა ევროპულ ღირებულებებზე გველაპარაკებიან, ამ დროს ისიც გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ როგორი შტურმი და აგრესია მიიტანეს სტრასბურგის სასამართლოზე და როგორ ლანძღვავდნენ მას. ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითი. ესენი არიან ორმაგი სტანდარტის მეხოტბეები. სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო ეს არის ევროპული ღირებულებების ფუნდამენტი და არ შიძლება ერთდროულად იყო ევროპული ღირებულებების მატარებელი და თან აგრესიით იყო განწყობილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ის მძიმე საქმეები, რაც ანგარიშშია წარმოდგენილი, კიდევ არ არის დამთავრებული. მისივე თქმით, 2020 წელს კიდევ რამდენიმე საქმეზე დადგინდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.



„აქედან გამოვყოფ ცხადია, ციხის ბუნტის საქმეს, სადაც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაზეც კი გაამახვილა სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება. ამ ადამიანებს ელემენტარული მორალური პასუხისმგებლობის შნო რომ ჰქონდეთ, იმ კომპენსაციებს, რასაც დღეს ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფო იხდის ვალდებულები უნდა იყვნენ თვითონ გადაიხადონ ამ ჩადენილი დანაშაულების გამო. ეს მემკვიდრეობა მათ უნდა აღიარონ, ისინი ამ დანაშაულების არა მარტო ჩამდენები, არამედ, ორგანიზატორებიც იყვნენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა