logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ვერასდროს ვერ იქნება წარსული
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა ვერასდროს ვერ იქნება წარსული
14:42 25.05.2020
„ეს არის მათთვის, როგორც ჩანს, წარსული, თუმცა, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის ეს ყოველთვის იქნება აწმყო, ამ ყველაფერს აუცილებლად ჭირდება შეფასება. ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს ისმენენ. ანრი ოხანაშვილი ოპონენტებს გამოეხმაურა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სწორედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია და არაერთი რეკომენდაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ შექმნან ეს ფორმატი და ვართ რა ამ ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყოველთვის გავაანალიზოთ წარსული, დავინახოთ ის გამოწვევები, რაც გვაქვს და ვიზრუნოთ მუდმივად ადამიანის უფლებების შემდგომ განვითარებასა და პროგრესზე. შესაბამისად, ის კოლეგები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ ხოლმე და ქმნიან ფონს, რომ დაკომპლექსდეს ვინმე და არ თქვას, რომ თურმე წარსულის შეხსენება ცუდია და დავივიწყოთ წარსული და გადავიდეთ აწმყოზე, ჩვენ აწმყოში ვართ, თუმცა, სწორედ ჩვენი ევროპული თანამეგობრობა არის ჩართული და სტრასბურგის სასამართლოა ჩართული იმ საქმეების განხილვაში, რომელიც მათთვის არის წარსული, ჩვენთვის კი არის აწმყო. შესაბამისად, ჩვენთვის ვერასდროს ვერ იქნება წარსული ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში წარმოდგენილ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრა, მათ შორის - ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, 2009 წლის 25 აპრილისა და 15 ივნისის აქციის საქმეებზე. მან კოლეგებს ოპოზიციიდან კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო ფორმატში.

„ჩვენ სრულად ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვისაც აქვს სურვილი საპარლამენტო ოპოზიციის ჯგუფს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ნუ მოგვიწოდებენ ლიტონად საპარლამენტო კონტროლზე. აი ეს არის საპარლამენტო კონტროლი, ეს არის ფორმატი, რა დროსაც მათ სრული შესაძლებლობა აქვთ, იყვნენ ჩართულნი და გამოთქვან მათ საკუთარი მოსაზრებები“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა