logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს
სოფო კილაძე: სარჩელების რაოდენობით, ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს
14:09 25.05.2020
„ჩვენ გვაქვს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე სარჩელების რაოდენობით და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად კარგი ინდიკატორია იმისა, რომ იმ რეფორმებმა, რაც 2012 წლიდან დავიწყეთ, კარგი შედეგი მოგვცა“,- ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიშს.

„ის სტატისტიკა, რომელიც თქვენ მოიტანეთ და რომელიც არის ფაქტი, ამ ფაქტს ვერც ჩვენი ოპონენტები წაუვლენ ვერსად, ვერც მათი მხარდამჭერები. საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, მან ყველაზე კარგად იწვნია თავის თავზე რეჟიმი, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა და ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი“,- განაცხადა სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მმართველ გუნდს არ აქვს თვითკმაყოფილების უფლება, რადგან ადამიანის უფლებათა სფერო ის მიმართულებაა, რომელსაც მუდმივი მუშაობა სჭირდება.

„ადამიანის უფლებების სფერო ისეთი სფეროა, სადაც გამუდმებით, 24 საათის მანძილზე უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იდეალურ შემთხვევაში, არცერთი სარჩელი არ წავიდეს ქვეყნიდან არა იმიტომ, რომ ვთქვათ, ვინმეს შეეშინდეს სარჩელის შეტანა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად, საფუძველი არ ჰქონდეს ადამიანებს რომ ეს წავიდეს. მესმის, რომ ეს იდეალური ვარიანტია და ასეთი ქვეყანა დღესდღეობით არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ იდეალისკენ მივისწრაფოდეთ, რომ არცერთი ადამიანი არ იყოს დაჩაგრული ამ ქვეყანაში და ყველა ადამიანს ჰქონდეს განვითარების თანაბარი შანსები. მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კიდევ ბევრს გააკეთებს იმისთვის მომავალშიც, რომ ჩვენ ასეთი სიტუაციასთან ბოლომდე თუ არა, მიახლოებულები მაინც ვიყოთ“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა