logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  დავით მათიკაშვილი : რა შეზღუდვაც ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს პანდემიის ვითარებაში, ამ კანონში ისედაც იყო, ის 2007 წელს არის მიღებული
დავით მათიკაშვილი : რა შეზღუდვაც ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს პანდემიის ვითარებაში, ამ კანონში ისედაც იყო, ის 2007 წელს არის მიღებული
16:42 21.05.2020
"სწორედ დღეს ასრულებს პარლამენტი თავის იმ ფუნქციას, რომელიც კონსტიტუციურად უმნიშვნელოვანესია და გულისხმობს საგანგებო ვითარების გარეშეც, როდესაც პანდემიაა გამოცხადებული, ქვეყანამ შეძლოს კანონმდებლობის საფუძველზე მოახდინოს სწრაფი, მობილური და ძალიან ეფექტური რეაგირება", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებზე საუბრისას "რუსთავი2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტით რა შეზღუდვაც ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს პანდემიის ვითარებაში, ამ კანონში ისედაც იყო და ის 2007 წელს არის მიღებული.

"ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ ვცდილობთ პარლამენტის როლი დავაკნინოთ, არადა ეს პირიქით არის. ამ შემთხვევაში, ჩვენ პარლამეტის როლს მაქსიმალურად ვზრდით, რადგან კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის გაშლის და ამ უფლებების და შეზღუდვების საზოგადოებისთვის კარგად ცნობადობის ამაღლების კუთხით კვლავ ვერთვებით მსჯელობაში და ცვლილება შეგვაქვს კანონმდებლობაში", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეთავაზებით, კანონპროექტში შესაბამისი ცვლილებები აისახა.

"შეთავაზებული ცვლილებებით, რომლითაც ეს კანონპროექტი აღიჭურვა, დაცულია საკითხის ე.წ. სამწვეროვანი კონსტიტუციურობის ტესტი, ანუ ის, რომ უნდა იყოს პროპორციული, რომ უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული კონკრეტული რეგულაცია და რომ უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა