ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ისტორიისთვის გადამწყვეტ მომენტად აფასებს.
როგორც მან დღეს ამერიკის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში დემოკრატიის არსებობაში ეჭვი არ ეპარება.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოში დემოკრატიაა, რადგან მე სამ პოლიტიკურ ძალას უკვე შევხვდი და ისინი ერთმანეთის მინუსებზე საუბრობდნენ. მოგიწოდებთ, არჩევნებზე ყველა მიხვიდეთ და საკუთარი ლიდერი აირჩიოთ“ - განაცხადა გრემმა.
სენატორი იმედოვნებს, რომ საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება, რადგან საქართველო ამას იმსახურებს.

















