logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: მიმყარდება ეჭვი, რომ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ უნდა
დიმიტრი ხუნდაძე: მიმყარდება ეჭვი, რომ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არ უნდა
21:05 20.05.2020
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტვ “იმედის“ ეთერში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

„ძალიან მიკვირს, როდის გახდა ჯანმრთელობის დაცვა ავტოკრატია და დიქტატურა. ეს მიუღებელია ჩემთვის. ჯანდაცვის კომიტეტმა დაჩქარებული წესით შემოვიტანეთ ინიციატივა, რადგან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება აღარ არის, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადგილობრივი ეპიდემიოლოგები მიგვითითებენ და გვახსენებენ, რომ ეპიდემია არ დასრულებულა, საფრთხეები ისევ არსებობს, შესაძლოა იყოს მეორე-მესამე ტალღა, ხოლო შემოდგომაზე მოხდეს სხვადასხვა ინფექციის ზედდება და მიმართვიანობა კლინიკიებში გაიზარდოს. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ არ უნდა დარჩეს ცარიელი სივრცე, რადგან ისევ პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ და, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებას სწრაფი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. ახალს არაფერს ვიგონებთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი აქამდეც არსებობდა, რომელშიც ძალიან ბევრი აკრძალვაა შეტანილი, მაგრამ მოითხოვს დაზუსტებებს, რათა გარკვეული რეგულაციები საკანონმდებლო დონეზე იყოს დატანილი და შემდგომში მთავრობამ ამით იხელმძღვანელოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციაა იმის თქმა, რომ თითქოს მთავრობა პარლამენტის კონტროლიდან გადის. მისივე განმარებით, ეს რეგულაცია დროში პირობადებული იქნება.

„აქ მთავარი პირობაა ის, რომ ეს რეგულაციები იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ პანდემიისა და საშიში ინფექციების გავრცელების შემთხვევაში. პანდემიის სტატუსს არ ადგენს ადგილობრივი ხელისუფლება -არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო. ეს არის საერთაშორისო დეფინიცია და პანდემიად მიიჩნევა ინფექცია, რომლის გავრცელების არეალიც სცილდება რამდენიმე სახელმწიფოს და კონტინენტებსაც კი. ამდენად, ხელისუფლება ვერ დაუკვეთავს პანდემიას და შემდეგ თავის სასარგებლოდ ვერ იმოქმედებს ამ რეგულაციებით თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის აბსურდი. კონსტიტუციაში არის ვალდებულება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა იქნას დაცული და ხედავთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი წარმატებით გავიარეთ, მაგრამ პანდემია რჩება პანდემიად და საჭიროა, გვქონდეს საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ ქმედუნარიანი იყოს სახელმწიფო და მოსახლეობის ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაიცვას“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი. მისივე ინფორმაციით, კომიტეტის ხდომა თავიდან დაიწყო ცოტა დაძაბულად, მაგრამ შემდეგ შინაარსობრივ განხილვაში გადავიდნენ და აშკარად ჩანდა, რომ ოპოზიციის მხრიდან შინაარსობრივი მიმღებლობა იყო, პოლიტიკური მიუღებლობა კი ბოლომდე დარჩა. „კანონში დაზუსტდება, როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, როგორ განახორციელოს საზღვრების ეპიდემიური კონტროლი, საკარანტინო პირობებში როგორ მართოს პროცესი, საჭიროების შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს კლინიკიებისა და ლაბორატორიების მობილიზება. მთელი შინაარსი მიმართულია, როგორ უნდა იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობა ასეთ რთულ ვითარებაში გარანტირებულად დაცული. თუმცა რა თქმა უნდა, ამას აქვს პოზიტიური პოლიტიკური შემადგენელიც. თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელეთ, საფრთხის ქვეშ დგება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიღებაც ოპოზიციის ინტერესებში უნდა იყოს. თუმცა ბოლო პერიოდში მიმყარდება ეჭვი, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდათ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა