logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ყველაზე მძიმე არის იმის აღიარება და დადასტურება, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულისთვის გამოიყენა
ანრი ოხანაშვილი: ყველაზე მძიმე არის იმის აღიარება და დადასტურება, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულისთვის გამოიყენა
17:00 20.05.2020
„ეს იყო აღიარება პირდაპირ ეთერში, რომ ეს აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამიყენეს“, -ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუ ტვ "მთავარში".

"რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური და ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

მათ რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებების და შესაბამისად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ასე ჩამოყალიბება და აღწერა თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ მათ დაგეგმილი, როგორ მოიყვანეს ეს ყველაფერი სისრულეში და როგორ გამოიყენეს ხალხი ბოროტად მათი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს და ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შესაბამის ადგილს მიუჩენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა