logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: მოგიწოდებთ პარლამენტის წევრებს შორის ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა, რაც ქვეყანის ზოგად პოპულაციაში, რეპრეზენტატულ ჯგუფში დაავადების გავრცელების დონეს განსაზღვრავს
მარიამ ჯაში: მოგიწოდებთ პარლამენტის წევრებს შორის ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა, რაც ქვეყანის ზოგად პოპულაციაში, რეპრეზენტატულ ჯგუფში დაავადების გავრცელების დონეს განსაზღვრავს
19:18 19.05.2020
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა შეაფასა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ექსპერიმენტის სახით პარლამენტის წევრებს შორის, რიგგარეშე სესიაზე ჩატარდეს სეროპრევალენტობის კვლევა, რაც ქვეყანის ზოგად პოპულაციაში, რეპრეზენტატულ ჯგუფში, დაავადების გავრცელების დონეს განსაზღვრავს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს ვემსახურებოდი ჩემი პროფესიული გზის უდიდესი ნაწილი, ეს გადაწყვეტილება, პირველი შეხედვით, რეალურად აჩენს სერიოზულ კითხვებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხდებოდა გარკვეული პოლიტიზაცია COVID-19 ეპიდსიტუაციის მართვის დროს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეიმჩნეოდა ეს ტენდენციები. განსაკუთრებით, საფრთხილოა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება წინასაარჩევნო პერიოდში, რადგან ასეთი ცვლილებები რეალურად აძლევს მანიპულირების საშუალებას ხელისუფლებას არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოშიც. ამრიგად, ჩვენ რომ გვქონოდა რეგულარული კომუნიკაცია, ანგარიშვალდებულება პრემიერმინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან რეგულარული დიალოგის შესაძლებლობა საპარლამენტო ფორმატში, ვფიქრობ, ამდენი კითხვა არ გაჩნდებოდა.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იმართა ეპიდსიტუაცია, მხოლოდ მისასალმებელია ის შედეგები რაც გვაქვს, მაგრამ ამასთანავე ჩვენ არცერთხელ არ ჩაგვიტარებია სეროპრევალენტობის კვლევა ზოგად პოპულაციაში - ანტისხეულების დადგენის ტესტი, რომელიც რეალურად მოგვცემდა საშუალებას შეგვეფასებინა ეპიდსიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია ექსპერიმენტიც ჩავატაროთ პარლამენტის წევრებს შორის, რიგგარეშე სესიაზე მოხდეს სწრაფი ტესტებით ანტისხეულების განსაზღვრა და ჩვენ შევძლებთ რეალურად დავადგინოთ ზოგად პოპულაციაში რეპრეზენტატულ ჯგუფში, ქვეყანაში დაავადების გავრცელების დონე. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უკვე გადატანილი და, მითუმეტეს, სამეცნიერო მტკიცებულებები დღეისთვის მიუთითებს, რომ სოციალური იზოლაციის შემთხვევაში შედარებით დაბალი სეროპრევანლენტობის დონე იძლევა ეფექტურად მართვის შესაძლებლობებს. რატომ ვიკავებთ თავს მსგავსი კვლევების ჩატარებისაგან? ეს არის კითხვა. ვიდრე არ მოხდება დეტალურური დისკუსია, კონსულტაცია, როგორც ჯანდაცვის უწყებასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოგცემთ დასტურს ამ კანონპროექტზე. დიდი ალბათობით ,ამ კანონპროექტის მხარდაჭერაში "ქართული ოცნება" დარჩება სამწუხაროდ მარტო, რადგან არ არის საკმარისი არგუმენტაცია და თუკი ეპიდსიტუაცია ამდენად არასტაბილური უნდა იყოს მომდევნო თვეების მანძილზე, მაშინ იფიქრეთ არჩევნების გადადებაზე, რადგან არ შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი, რომ თუნდაც ერთი შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისთვის არასასურველი საარჩევნო უბნის იზოლაცია მოახდინოს და დაკეტოს,თუნდაც თეორიულად"-განაცხადა მარიამ ჯაშმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა