logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთავრობის და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა - ამ კრიზისიდან ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გამოვიყვანოთ
გიორგი გახარია: გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია მთავრობის და კერძო სექტორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა - ამ კრიზისიდან ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გამოვიყვანოთ
19:00 19.05.2020
გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სექტორთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური კრიზისი ქვეყნისთვის უნდა გახდეს შესაძლებლობა.

„ჩვენ ამ კრიზისიდან ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი. ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს, როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა.
ასეთ პერიოდში, ასეთ ამინდში და სეზონზე კახეთი ცარიელი რთული საყურებელია. რთული სანახავია ცარიელი სასტუმროები, ახალი აშენებული, უმაღლესი კლასის სასტუმროები. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე დავიწყეთ საუბარი ბათუმში, ვაგრძელებთ კახეთში. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის მართვა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი სასტუმრო, რომელიც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, მონაწილეობდა საკარანტინო ზონების პროგრამაში. მათ უკვე თავისი გამოცდილებები აქვთ, როგორ შეიძლება ამ რისკების მართვა და ჩვენ ამას გამოვიყენებთ, როგორც ჩვენთვის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც გავუზიარებთ ამ გამოცდილებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო უკვე ალაგებს სუფთა დერეფნის, ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან. ეს იქნება, პირველ რიგში, როგორც ჩანს, ისრაელი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩვენი ქვეყნის ელჩებს მიეცათ დავალება, რომ უახლოეს დღეებში, კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, დაიწყება კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან.

„გუშინ მე მქონდა ჩართვა, შეხვედრა ჩვენი ქვეყნის 50 ელჩთან, რომელთაც მიეცათ დავალება, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში კონკრეტული პროტოკოლები, რომელიც საქართველოში ტურისტების მისაღებად წესდება, მათი ტრანსპორტირებისთვის აეროპორტებში, სახმელეთო საზღვრებზე, სასტუმროებში, მათი სამედიცინო რისკების სამართავად, ტესტირების რეჟიმებზე, უახლოეს დღეებში დაიწყება ამის კომუნიკაცია შესაბამისი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამინისტროებთან. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამაზე გვქონდა საუბარი დღეს აქ.

გარდა ამისა, დღეს ჩვენ ვიყავით რამდენიმე ფერმერთან სტუმრად და ვისაუბრეთ მათთან იმ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებზე, რომელსაც დღეს სახელმწიფო ატარებს კრიზისის პირობებში ფერმერების დასახმარებლად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა