logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედ კანონში პრევენციული და ეპიდ.კონტროლის მექანიზმები ახლაც ჩადებულია
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედ კანონში პრევენციული და ეპიდ.კონტროლის მექანიზმები ახლაც ჩადებულია
17:52 19.05.2020
"მოქმედი რედაქცია, რომელსაც სხვათა შორის, თქვენთვის ძალიან ნაცნობი ადამიანი აწერს ხელს, თქვენთვის ნაცნობ წლებში, ითვალისწინებს ასეთ შეზღუდვებს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. ამ კანონის, მოქმედ რედაქციაში, წერია, (მეორე თავი, მუხლი 5), რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი და იურიდიული პირი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. ამავე კანონის მოქმედ რედაქციაში წერია, რომ პირი ვალდებულია, შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. ამავე მოქმედ კანონში წერია, რომ პირი ვალდებულია დაიცვას სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ნორმები, რომელსაც მათ მიუთითებენ ჯანდაცვის სამსახურები".



"თუ ეთანხმებით, რომ გარკვეული შეზღუდვები საჭირო იქნება მომდევნო პერიოდშიც, ამის მხოლოდ 2 გზა არსებობს - გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, ან მეორე, რომ რა შეზღუდვებიც უკვე დევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მოქმედ კანონში, ეს ავამოქმედოთ და მივცეთ შესაძლებლობა მთავრობას, რომ ეს შეზღუდვები პანდემიის მართვისთვის გამოიყენოს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტები ან ერთ გზას უნდა დაეთანხმონ, ან მეორეს - თუ ორივე მიუღებელია, ეს უბრალოდ პრობლემისგან თავის არიდებას ნიშნავს. "სხვა გამოსავალი, სხვა ლოგიკური ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის ამ ცვლილებების არსი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



"ცვლილებები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, აზუსტებს და დღევანდელ მოცემულობაში განმარტავს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს შეზღუდვები და ეს პრევენციული ზომები, რომელიც რეალურად გვჭირდება მომდევნო პერიოდში. ეს განმარტება ტქვენთვის, უბრალოდ, რომ დავასრულოთ ის აპოკალიპტური პროგნოზები, რომელიც აქ გააკეთეთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა