logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია
17:50 19.05.2020
"როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს, ინფექციის სწორი მართვის რეჟიმში, ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა და მოგვიწევს, ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.



არჩილ თალაკვაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ფრთხილი და პრაგმატული მართვა, რომ არ მივიღოთ გავრცელების ახალი კერები.



" შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული და არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, - მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით. ამას ეფექტურად ახორციელებენ ჯანდაცვის და სხვა მოკავშირე სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, პარლამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ხოლო 22 მაისიდან კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება განახლდება ჩვეულებრივ, რეგულარულ რეჟიმში. არჩილ თალაკვაძე შეეხო საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების საჭიროება კვლავ არის, თუმცა საგანგებო მდგომაროების გაგრძელების და ფართო შეზღუდვების ობიექტური საფუძველი ამ მომენტში აღარ არსებობს.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა