logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 სვენ მიქსერი: საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა ვფიქრობ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც
სვენ მიქსერი: საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა ვფიქრობ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც
17:24 19.05.2020
რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია ,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.



ევროპარლამენტარი საქართველოს მიერ გატარებულ, კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველომ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

,,ევროპარლანტის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს კონსენსუსი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე ფართო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ მისწრაფებას უფრო ახლოს ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში. საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა ვფიქრობ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. სამაგალითო იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კრიზისზე რეაგირებისას. ევროკავშირმა საქართველოს 250 მილიონი გრანტის სახით და დამატებით 150 მილიონი სესხის სახით გამოუყო. საქართველო ყველაზე მთავარი თუ არა ერთერთი უმთავრესი მიმღებია ევროკავშირის დახმარებების კუთხით, ერთ სულ მოსახელეზე",- განაცხადა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ორი მსჯავრდებული წევრის შეწყალების შესახებ გზას უხსნის პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას.







,,მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპარლამენტის ფუნქცია არაა, რომ მივუთითოთ საქართველოს ან რომელიმე სხვა პარტნიორს, ზუსტად როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეთ მათ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხალხი და მისი არჩეული ლიდერები რეფორმებს ახორციელებენ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშაა. ამიტომ ვიფქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამართლის დაცვას, და დავგმობთ ოკუპაციას, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესს, დეზინფორმაციისა მცდელობებსა და კიბერშეტევებს, რომლებიც ძირითადად რუსეთს მიეკუთვნება და ასევე რუსეთის ფედერაციის დეფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა