logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას დარჩა ვალდებულებები თანაპარტიელებთან და რადიკალურ მხარდამჭერებთან
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას დარჩა ვალდებულებები თანაპარტიელებთან და რადიკალურ მხარდამჭერებთან
13:10 13.05.2020
„უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

„თქვენ მეკითხებით რატომ ითხოვენ გათავისუფლებას თუ არ ყოფილა ასეთი შეთანხმება - გპასუხობთ, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები, ოპოზიციამ კი დაინახა, რომ ამ პატიმრების საკითხის შეთანხმებაში შეტანა ვერ შეძლეს. მათ დარჩათ ვალდებულებები თანაპარტიელებთან და საკუთარ რადიკალურ მხარდამჭერებთან. ამ ვალდებულებებს ვერსად გაექცეოდნენ და ამით აიხსნება მათი განცხადებები - თვითგადარჩენისთვის 8 მარტის შეხვედრის დასრულებისთანავე სასწრაფოდ გააკეთეს განცხადებები და სათავისოდ თარგმნეს შეთანხმება, რომელშიც სინამდვილეში ამ საქმეებზე და პატიმრების გათავისუფლებაზე არ წერია. ჩვენ თავიდანვე და შემდეგაც არაერთხელ ვთქვით, რომ ეს არ შედიოდა შეთანხმებაში - 8 მარტსვე გაკეთდა ჩვენი მხრიდან ამომწურავი განმარტება.

რამდენიმე მონაწილეს ვხედავ მანიპულირებენ ფრაზებით - ხშირად იმეორებენ “ამაზე იყო საუბარი” ან “ეს საკითხი იყო განხილული” - ეს არის მანიპულაცია და დემაგოგია - მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს მართლაც გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი ჩვენგან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა