logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე
09:42 13.05.2020
„ყველაფერი, რაზეც შეთანხმება შედგა, არის ასახული დოკუმენტის ტექსტში - ჩვენ არანაირი ფორმით, არავის წინაშე, პირობა არ მიგვიცია სამი პირის გათავისუფლებაზე. ეს არ და ვერ იქნებოდა შეთანხმების საგანი, რადგან წინააღმდეგობაშია კანონის უზენაესობის პრინციპებთან. ასეთი შეთანხმების ნაწილი ვერც ხელისუფლება და ვერც ელჩები ვერ იქნებოდნენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის შეკითხვებს უპასუხა და ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.

„ეს შეთანხმება იყო პოზიტიური შედეგი ყველა მხარისათვის, მთლიანად პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება ყველა მხარემ შეასრულოს. ჩვენი მოთხოვნაც და მიმართვაც ოპოზიციისადმი არის ეს, რომ ყველამ შეასრულოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ხელმოწერილი პირობა ამ პროცესში. „ქართული ოცნება“ ასრულებს ამ შეთანხმებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია, და მართლმსაჯულება კი პოლიტიკისგან დამოუკიდებელია. პარტიებს, მათ ლიდერებს აქვთ წვდომა მედიაზე, აქვთ ოპონირების და კამპანიის ჩატარების საშუალება.

„პასუხისმგებლობა ამ შეთანხმებით არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციასაც ეკისრება - მათი ვალდებულება არის, ხმა მისცენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი ემუქრებიან საზოგადოებას ჩაგდებით და მართლმსაჯულებაში პოლიტიკურ ჩარევას ითხოვენ, რაც უკვე ეწინააღმდეგება და არღვევს შეთანხმებას. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, საკონსტიტუციო ცვლილებები მოვამზადეთ როგორც შევთანხმდით და ინიცირებულია, ვმუშაობთ საარჩევნო კანონმდებლობაზე და მართლმსაჯულება პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან ერთად აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს და სასამართლოს ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ მისცემს დავალებას, ვინმე გაათავისუფლოს ან ვინმე დააპატიმროს.

„ჩვენი პოზიცია ძალიან გამართულია და თანხმობაშია კონსტიტუციასთან, დემოკრატიის იმ ძირითად პრინციპებთან, რასაც ჩვენ ყველა ვიცავთ და უნდა ვიცავდეთ. ჩვენ აზრით, სასამართლოს და მართლმსაჯულებას პოლიტიკურ დავალებას ვერ მისცემს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ვერც პარლამენტი და ასეთ გადაწყვეტილებებს შესაბამისი ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ. ჩვენ ვერ ვეტყვით სასამართლოს და პროკურატურას, რომ რომელიმე ადამიანი დარჩეს პატიმრობაში ან გათავისუფლდეს, ასეთ გადაწყვეტილებას ეს ინსტიტუტები თავად იღებენ და მიიღებენ მომავალშიც“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა