logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბაღათურიას განცხადებით, მინდია გულუასა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები შედგა
ბაღათურიას განცხადებით, მინდია გულუასა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებები შედგა
13:10 06.09.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომსა“ და პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში,  რუსეთში მოქმედ ქართველ ბიზნესმენ მინდია გულუას შორის, საქართველოსთვის გაზის მოწოდების საკითხზე, მოლაპარაკებები შედგა.

ბაღათურიას განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს საზღვრამდე 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის 201 აშშ დოლარად მოტანა იქნება შესაძლებელი.

„მინდია გულუამ უკვე მოახერხა და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები შედგა. მას შეუძლია საქართველოში საზღვარზე გაზი 201 აშშ დოლარად მოიტანოს, რასაც 12-13 აშშ დოლარი დაემატება“ - განაცხადა ბაღათურიამ.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, დღეს გაზის შემოტანა (საქართველოს საზღვრამდე) 460 აშშ დოლარად ხდება, რასაც შიდა ქსელებისა და დისტრიბუციის ფასი ემატება.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, გაზის ტარიფი 51 თეთრს შეადგენს. „ქართული დასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, ტარიფი 23 თეთრამდე დაიწევს.

პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს „ქართული დასიდან“ იყრიან. შესაბამისად, „ქართული დასი“ და „განახლებული საქართველოსთვის“ პოლიტიკური პარტნიორები არიან.

რამდენიმე დღის წინ, ჯონდი ბაღათურიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინდია გულუა საქართველოში ტარიფების შემცირების მიზნით, კომპანიების „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (თბილისის წყალი) და „თელასის“ შესყიდვას გეგმავდა. სამივე კომპანიამ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება კატეგორიულად უარყო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა