საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტი, აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის უპრეცენდენტო დადასტურებაა.
მისი თქმით, სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოს დიდი მეგობრები არიან.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი სადილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და შეხვედრა პრეზიდენტთან.
სენატორები თბილისში უახლოეს საათებში ჩამოვლენ. ვიზიტი ორდღიანია და ისინი თბილისს 7 სექტემბერს დატოვებენ.

















