საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მთავრობის კანცელარიაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა.
როგორც მთავრობის კანცელარიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, პრემიერმა სიკორსკისთან და ბილდტთან საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხში არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილა. ასევე, ისაუბრა საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-პოლონეთის და საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო.
შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა-ამბასადორიალში მონაწილეობენ.

















