logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში
მამუკა მდინარაძე: ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში
12:04 06.05.2020
„საგანგებო მდგომარეობის დროს საპარლამენტო საქმიანობა უფრო აქტიურია. ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები სხვადასხვა საქმიანობაში, ვიდრე სხვა დროს, მაგრამ ეს არ არის ისეთი საქმიანობა, როგორსაც ადგილი აქვს ჩვეულებრივ სიტუაციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობის სამი მთავარი მიმართულებაა - კრიზისის მართვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა.

„სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე პრიორიტეტული და მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. კრიზისის მართვაში ჩართულები ვართ პარლამენტის ხელმძღვანელობა და პარლამენტის წევრები და იცით, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არათუ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში ვიღებთ უშუალო მონაწილეობას. მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვის მენეჯმენტი და დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეა, არათუ გადაწყვეტილების მიღებაშია ჩართული, არამედ კონტროლში იმ დონეზე, რომ ადგილობრივი კლინიკების შემოწმებასაც კი ახორციელებს მისი კომიტეტი მთელი თავისი შემადგენლობით. ისინი რაიონებში ჩადიან და იქ ამოწმებენ როგორ სრულდება სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი რეკომენდაციები მენეჯმენტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებაც და აქაც შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პარლამენტის 8 წევრი, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების ჩათვლით, ჩართულები არიან ასევე, არა მხოლოდ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში. ამას უნდა დავამატოთ მაჟორიტარების უპრეცენდენტო აქტიურობა, რომლებიც რეგიონალური შტატების მუშაობაში არიან ჩართულები. ასევე მიდის მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელებიც არიან ჩართულები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა