logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იქნება, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდება და ეს იქნება მორიგი იძულებით სვლა
მამუკა მდინარაძე: თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იქნება, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდება და ეს იქნება მორიგი იძულებით სვლა
11:34 06.05.2020
„თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი იქნება, რომელიც მარტივად მოგვცემს საშუალებას აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოვხსნათ, მაშინ, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობის დატოვება არავის თვითმიზანი არ არის და ის დამთავრდება დაანონსებულ ვადაში. მაგრამ, თუ ჩვენ დაგვჭირდება, ისევ და ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და სპეციალისტების რჩევებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა მცირე ხნით გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ გზას მივმართავთ და ეს იქნება მორიგი იძულებით სვლა, მაგრამ მოლოდინი, რომ ამის აუცილებლობა იქნება, არ მაქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, სადაც შესაძლებელი იყო, ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოხსნა.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი გაცემა რთულია, რადგან მსოფლიოში ვერავინ აკეთებს პროგნოზს იმის შესახებ, თუნდაც ერთი კვირის შემდეგ რა მდგომარეობა იქნება. მოვლენები სწრაფად იცვლება, ყოველდღიურად ახალი გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჭიროა და იქ სადაც საჭირო გახდა და შესაძლებელი, რომ დაჩქარებულიყო ჩვენს მიერ დაანონსებულ გეგმაში გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა, ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები და ასეც მოვიქცევით სხვა შემთხვევაშიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გაუგებარია რა კავშირში შეიძლება იყოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივება საარჩევნო გარემოსთან, რაზეც ოპონენტები საუბრობენ.

„ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - თუკი ჩვენ მოგვწონს შედეგები და ამ დროს არ მოგვწონს შეზღუდვები, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, განსაკუთრებით, კომენდატის საათის ერთადერთი მიზანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომაროების დასტაბილურება და რისკების მინიმუმამდე შემცირება.

„ნამდვილად არ მესმის იმ პოლიტიკოსების განცხადებების, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან რა სარგებლობა მოაქვს ამ შემთხვევაში კომენდატის საათს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ დღის განმავლობაში კომუნიკაცია შეიძლება ჰქონდეთ ადამიანების გარკვეულ რაოდენობას, ერთი იმდენს და შეიძლება უფრო მეტს შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ 9 საათის შემდეგ, ქართული ხასიათიდან გამომდინარე. ჩვენ ეს კონტაქტები რაც შეიძლება მეტად უნდა შევამციროთ და ამაზე მეტი არგუმენტი არ შეიძლება იყოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, კომენდატის საათი ისეთი შეზღუდვაა, რომელიც ეკონომიკას ყველაზე ნაკლებად აზიანებს იმიტომ, რომ ეკონომიკური აქტივობები 9 საათის შემდეგ შედარებით ნაკლებია და მეტია აქედან მიღებული პოზიტივი, რადგან ადამიანების კომუნიკაცია ნაკლებია და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკიც არის ნაკლები.

„ამის არ გაგება არ შეიძლება და წარმოუდგენელია. ამ შეზღუდვამ, სხვა შეზღუდვებთან ერთად, გამოიღო ის შედეგი, რითიც ჩვენი ქვეყნა ამაყობს და ამის დანახვა უნდა შეძლოს ყველამ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა