საქართველოს ამერიკელი სენატორები „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჯონ მაკკეინი და ჯო ლიბერმანი ეწვევიან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, სენატორებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ამ ვიზიტით ცალსახად გამოვლინდება საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარება“-განაცხადა კალანდაძემ.
მაკკეინის და ლიბერმანის ვიზიტი ორდღიანია და ისინი საქართველოს 7 სექტემბერს დატოვებენ.

















