logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას  მიჰყვეს
ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას მიჰყვეს
13:09 01.05.2020


"საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, თუმცა მის ამჟამინდელ მთავრობას

განზრახული აქვს პრო-დასავლურ, პრო-ალიანსურ გზას მიჰყვეს. მმართველი პარტია - "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებული მთავრობის მეთაური გიორგი გახარია ღიად აცხადებს, რომ მთავრობას სურს ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანება" წერს ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი  reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "გაძლიერდეს NATO, დავეხმაროთ საქართველოს, დავიცვათ დასავლეთი" .

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ მიზანს და ეს უახლესი გამოკითხვებით დასტურდება.

"ეს შეიძლება აუხდენელ ოცნებად ჟღერდეს, სანამ მონაცემებს ნახავთ. საქართველო სულადობრივად უკვე არის NATO საერთაშორისო მისიების ყველაზე დიდი მონაწილე ავღანეთში და ის ახლახანს გახდა მეორე არაწევრი სახელმწიფო (ფინეთის შემდეგ), რომელიც ალიანსის კიბერუსაფრთხოების პლატფორმას შეუერთდა, რომელსაც MISP აკრონიმით იცნობენ. პარტია "ქართულ ოცნებას" ასევე განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია: გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება. შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში; მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; „Heritage“ ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშრის ბევრ წევრ სახელმწიფოს" - წერს ევროპარლამენტარი.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს უნდა გვაინტერესებდეს იმიტომ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დამაიმედებელი ამბავია. დასავლური კაპიტალიზმისა და დემოკრატიის კლება ბოლო წლებში ფართოდ იყო პროგნოზირებული, თუმცა საფრთხისა და პესიმიზმის მომასწავებელი უწყებების აზრები მცდარი გამოდგება.

"გაერთიანებული სამეფოს როლი პოსტ-პანდემიური გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურაში ფუნდამენტურია. ნუ დააკნინებთ მის მნიშვნელობას. ალიანსის ძირითადი წევრის, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე განვითარებული სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრის რანგში, გაერთიანებული სამეფოს როლი თავისუფალი სამყაროს დაცვის საქმეში უცილობელი რჩება, ევროკავშრის დატოვების მიუხედავად.

ერთერთი მნიშვნელოვანი უახლესი საერთაშორისო ამბავი - სანამ ვირუსის შესახებ ინფორმაცია ყველა სხვას გადაფარავდა - ამ ფაქტს ადასტურებს.

თებერვალში გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს უშიშროების სამსახურებმა გამოაცხადეს, რომ საქართველოს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში მომხდარი მასიური კიბერთავდასხმა გაანალიზეს. პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მსგავსად, საქართველო ევროპის გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ საზღვარზე იმყოფება. თუ გლობალური ბრიტანეთი რამეს ნიშნავს, ეს არის მისი გაძლიერებული როლი - ისეთი, როგორიც თებერვალში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს პრო-დასავლურ მოკავშირეებს დაეხმარა მსოფლიოს რთულ ადგილებში. საქართველო ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია" - წერს ევროპარლამენტარი.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა