logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უკრაინელი დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს
ირაკლი კობახიძე: უკრაინელი დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს
09:56 01.05.2020
​„ჩვენთვის მიუღებელი იყო ის შესაძლებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაეკავებინა რაიმე მაღალი თანამდებობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი იყო ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გვქონდა შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „POS TV“- ის ეთერში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უკრაინელ კოლეგებთან გამართულ კონსულტაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია და მიწოდებული ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, რომ უკრაინულ მხარეს შესაძლო გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ისტორიული და მეგობრული კავშირი უკრაინელ ხალხთან, აქედან გამომდინარე ამ მეგობრობას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარდა ხალხთა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა, ასეთივე მეგობრობა იყოს ჩამოყალიბებული ხელისუფლებებს შორისაც. აქედანაც გამომდინარეობს განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. შესაბამისად, გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და როგორც მეგობრებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ასევე სხვადასხვა დონეზე გვქონდა კომუნიკაცია, მათ შორის იყო წერილობითი კომუნიკაცია, მაგალითად, იყო პარლამენტის თავმჯდომარის წერილი ვერხოვნაია რადას თავმჯდომარის მიმართ და გარდა ამისა ჩვენ გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია, მათ შორის ჩვენ ვმუშაობთ საპარლამენტო ასამბლეებში და ტრადიციულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის დელეგაციებთან. უკრაინელი კოლეგები თავიდანვე გაგებით მოეკიდნენ ჩვენ შეშფოთებას, უმეტესობას პოზიცია არ ქონდა ჩამოყალიბებული და როდესაც შედგა პირველი კომუნიკაცია მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილის საქართველოში მოღვაწეობასთან დაკავშირებით მიიღეს. საუბარი იყო მხოლოდ ფაქტებზე და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტები საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის რომ გადაეხედათ შესაძლო გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის წევრმა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა შეახსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული წლების განმავლობაში ავანტურისტული ბუნების წყალობით, მას ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ადგილიც კი ეკავა.



„ჩვენ ვიცით სააკაშვილის პროვნება, ვიცით მისი წარსულის ნაბიჯები. ვიცით, რომ სააკაშვილი არის ავანტურისტი თავისი ბუნებით. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისთვის, რაღაც ეტაპამდე, მისი ავანტურისტობა იყო წარმატებული და წლების მანძილზე მან მიაღწია წარმატებებს პოლიტიკაში. ის იყო წარმატებული ვარდების რევოლუციაში, შემდეგ 9 წელი იყო ხელისუფლებაში და ოპოზიცია ვერ ახერხებდა მისი პოზიციების შერყევას. თუმცა შემდეგ გამოჩნდა ერთი პიროვნება, რომელმაც აჩვენა, რომ რეალურად ის იყო დიდოსტატი და ესენი იყვნენ მაქსიმუმ მეორე თანრიგოსნები იმ ჭადრაკში, რასაც პოლიტიკა ჰქვია. ჩვენ საქართველოში დაგვჭირდა რამდენიმე წელი სააკაშვილის გასაცნობად და ახლა უკვე გაიცნეს ის დასავლეთში პარტნიორებმა, უკრაინაში გაიცნეს და საქართველოში კიდევ უფრო კარგად და ასე შემდეგ. დღეს უკვე გაშიფრული და გაშიშვლებულია მიხეილ სააკაშვილი და ყველამ კარგად იცის ვინ არის ის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა