კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თედო ჯაფარიძე აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, შეხვედრა „სტრატფორში“ გაიმართა, რომლის თემა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები იყო. განსაკუთრებული ყურადღება კი, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დაეთმო.
„ქართული ოცნების“ ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, არჩევნების გაყალბების ნებისმიერი მცდელობა კი, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას გამოიწვევს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ინსტიტუციონალური დემოკრატია და კანონიერება უნდა დამკვიდრდეს.

















